21 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "შახტარმა" გასვლაზე "რეალი" დაამარცხა, ხოლო "ზალცბურგისა" და მოსკოვის "ლოკომოტივის" შეხვედრა 2:2 დასრულდა.
დონბასელებმა დებიუტში კასტილიელთა იერიშები მოიგერიეს, დაცვაში კი ჩინებულად ირჯებოდა ხოჭოლავა. სადღაც მე-15 წუთისათვის "შახტარი" გათამამდა, მეტოქის ნახევარზეც აინაცვლა და პირისპირ გასულ მარლოსს კურტუამ არ დაანება გატანა, მაგრამ შემდეგ სწრაფი კონტრშეტევებისას სამჯერ დაამწუხრეს მადრიდელები და პირველი ტაიმი 3:0 მოიგეს.
შესვენების შემდეგ "რეალი" გააქტიურდა და მოდრიჩმა და ვინისიუსმა (შეცვლაზე შესვლიდან 15 წამში) დალაშქრეს ტრუბინის კარი. მერე ტეტე გაიჭრა მეკარესთან ერთი-ერთზე და დიდებული მომენტი ვერ გამოიყენა. მე-80 წუთზე მარლოსის გატანილი გოლი მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა. ბოლოს მასპინძლები შტურმზე გადავიდნენ და ვალვერდემ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა არბიტრმა ამჯერადაც ოფსაიდი დააფიქსირა და "მეშახტეებმა" გაიმარჯვა.
"რეალმა" სერხიო რამოსის გარეშე ტურნირზე უკანასკნელი 8 შეხვედრიდან 7 წააგო. ამას გარდა, 1981 წლის შემდეგ პირველად, ზედიზედ სამი მარცხი იწვნია.
A ჯგუფი
ზალცბურგი. "რედ ბული"
ზალცბურგი - ლოკომოტივი (მ) 2:2
გოლები: 0:1 ედერი (19), 1:1 სობიოსლაი (45),2:1 იუნუზოვიჩი (50), 2:2 ლისაკოვიჩი (75)
B ჯგუფი
მადრიდი. "დი სტეფანო"
რეალი - შახტარი 2:3
გოლები: 0:1 ტეტე (29), 0:2 ვარანი (33, საკ. კარში), 0:3 სოლომონი (42), 3:1 მოდრიჩი (54), 2:3 ვინისიუსი (59)
წარმატებები დავითს და შახტარს. იმედია კიევის დინამოც ცოტა გაიფაფხურებს, ალბათ ის ისევ ევროპალიგაზე მოხვდება.