PREVIEW - ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტური

AutoSharing Option
დღეს, 27 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური იწყება. 

"ლოკომოტივი" - "ბაიერნი"

ეს გუნდები ბოლოს ერთმანეთს 25 წლის წინ შეხვდნენ, სადაც "ბაიერნმა" 5:0 იმარჯვა. 

დღევანდელ მატჩში "ლოკომოტივს" ბარინოვი და ლისოვი გამოაკლდებიან, ხოლო იგნატიევის თამაში საეჭვოა.

რაც შეეხება "რეკორდმაისტერს", მას - დეივისი, კუასი, ტილმანი და ფელდჰანი. 

მატჩი 21:55-ზე დაიწყება. 


"შახტარი" - "ინტერი"

ამ გუნდების ბოლო შეხვედრა ევროპა ლიგის ნახევარფინალში შედგა, სადაც იტალიელებმა 5:0 იმარჯვეს.

დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდი საკადრო ცვლილებებით ხვდება.

შეგახსენებთ, უკრაინელთა რიგებში ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა თამაშობს, რომელთან ერთადაც გასულ
ტურში მადრიდის "რეალი" დაამარცხეს, ანგარიშით 3:2.


დღევანდელ მატჩს "შახტარის" მხრიდან გამოაკლდებიან: ისმაილი, კონოპლიანკა, კოვალენკო, კრისტოვი და მორაესი.

რაც შეეხება "ინტერს", მას: გალიადინი ვესინო, რადუ, სანჩესი და შკრინიარი. იანგისა და სენსის თამაში საეჭვოა.

მატჩი თბილისის დროით 21:55-ზე დაიწყება.


"ატალანტა" - "აიაქსი"

1-ელ ტურში "ატალანტამ" "მიდტიულანდი" 4:0 დაამარცხა, ხოლო "აიაქსი" "ლივერპულთან" დამარცხდა, ანგარიშით 0:1. 

ეს ორი გუნდი შეტევით გამოირჩევა და წესითა და რიგით, კარგი მატჩი უნდა გამოვიდეს. 

"ატალანტას" დღევანდელ მატჩში გოლინი, კალდარა, კარსენეჩი და პიჩინი დააკლდება, საეჭვოა დე როონის თამაშიც.

ხოლო ამსტერდამელებს - კუდუსი. 

მატჩი თბილისის დროით 00:00-ზე დაიწყება.


"ატლეტიკო" - "ზალცბურგი" 

მადრიდელებმა "ბაიერნთან" პირველი მატჩი 0:4 დათმეს, ხოლო "ზალცბურგი" "ლოკომოტივს" დაუზავდა - 2:2. 

"ატლეტიკოს" კოშტა და ვრსალკო გამოაკლდება, ასევე საეჭვოა საულ ნიგესის თამაშიც.

ავსტრიულ გუნდს ბერნედესა და დიარას გარეშე მოუწევს მატჩის ჩატარება. 

მატჩი თბილისის დროით 00:00-ზე დაიწყება. 


"გლადბახი" - მადრიდის "რეალი"

მადრიდის 'რეალმა" "შახტართან" პირველ ტურში სენსაციურად წააგო - 2:3, ხოლო გერმანელებმა "ჯუზეპე მეაცადან" ქულა წამოიღეს, "ინტერთან" დაპირისპირება 2:2 დასრულდა. 

ამ გუნდების ბოლო შეხვედრა 1985 წელს შედგა, რომელიც ესპანელების გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. 

დიდია "გლადბახის" დანაკლისი. მათ ბეუერუ, დუკურე, ზაქარია, ლაზაროვი და პოულსენი გამოაკლდებათ.

თავის მხრივ, მადრიდის "რეალს" - კარვახალი და ოდეგორი. საეჭვოა აზარის, დიაზისა და ოდრიოსოლას თამაში. 

მატჩი თბილისის დროით 00:00-ზე დაიწყება. 

"ლივერპული" - "მიდტიულანდი"

ინგლისელები დამაჯერებელ ფორმაში არ იმყოფებიან, რასაც ვერ ვიტყვით დანიელებზე, მაგრამ კლასს შორის იმხელა სხვაობაა, რომ აშკარა ფავორიტები იურგენ კლოპის შეგირდები არიან.

დღევანდელ მატჩში "ლივერპულს" ვან დეიკი და ოქსლეიდ-ჩემბერლენი გამოაკლდება. საეჭვოა ტიაგოს, კეიტას, მატიპისა და ციმიკასის თამაში.

თავის მხრივ, "მიდტიულანდს" რიიკი, ჯუნიორ ბრუმადო და ჰანსენი გამოაკლდება. 

მატჩი თბილისის დროით 00:00-ზე დაიწყება. 

"მარსელი" - "მანჩესტერ სიტი"

ფრანგებმა პირველი მატჩი "ოლიმპიაკოსთან" ანგარიშით 0:1 დათმეს, ხოლო ინგლისელებმა "პორტუს" 3:1 მოუგეს. 

"მარსელი" მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება, რასაც "მანჩესტერ სიტიზე" ვერ ვიტყვით. 

"ქალაქელებს" აგუერო, ჟესუსი, მენდი და ფერნანდინიო გამოაკლდება, ხოლო აკეს თამაში საეჭვოა. 

მატჩი თბილისის დროით 00:00-ზე დაიწყება.

"პორტუ" - "ოლიმპიაკოსი" 

ეს გუნდები ბოლოს  ერთმანეთს 1999 წელს შეხვდნენ, სადაც ბერძნულმა კლუბმა 1:0 იმარჯვა. 

პორტუგალიელებს თუ ჯგუფიდან გასვლა უნდათ, დღეს აუცილებლად უნდა იმარჯვონ. 

"პორტუს" დანაკლისი ასეთია - მარკანო და მბაიე. 

რაც შეეხება "ოლიმპიაკოსს", მათ კამარა და სილვა გამოაკლდებათ.

მატჩი თბილისის დროით 00:00-ზე დაიწყება. 

"ბაშაქშეჰირი" - პსჟ

ორივე გუნდმა პირველ ტურში მარცხი იგემა. "პარი სენ ჟერმენმა" მოულოდნელად "მანჩესტერ იუნაიტედთან" საკუთარ კედლებში 1:2 წააგო, ხოლო თურქებმა 0:2 დათმეს "ლაიპციგთან".

"ბაშაქშეჰირს" კაისარა გამოაკლდება, ხოლო აზუბუიკეს თამაში საეჭვოა. 

პსჟ-ის დანაკლისი დიდია. მათ ბერნატი, გუეიე, ვერატი, იკარდი, კეჰრერი, ლეტელიე და პარედესი გამოაკლდებათ. ასევე საეჭვოა დრაქსლერისა და ხესეს თამაშიც. 

მატჩი თბილისის დროით 00:00-ზე დაიწყება. 

"კრასნოდარი" - "ჩელსი"

ორივე გუნდს პირველი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს. "ჩელსის" "სევილიასთან" უსახური თამაშის შემდეგ რეაბილიტაცია სჭირდება. თავის მხრივ, რუსული კლუბიც არაფერს დათმობს. 

"კრასნოდარს" და სილვა ფერეირა, ვანდერსონი, კლაესონი, მარკოვი, საბელა და სტოტსკი დააკლდება. 

ხოლო ლონდონელებს - ალონსო, კეპა და გილმორი.

მატჩი თბილისის დროით 00:00-ზე დაიწყება.


altჩემპიონთა ლიგა. I ტური: "ბაიერნმა" "ატლეტიკო" არ დაინდო, "ატალანტამ" - "მიდტიულანდი", "ლივერპულმა" ძლივს მოიგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
გლადბახ! დამპალ რეალს უნდა ჩაუბიბინო ერთ ადგილას ეგენი არ იმსახურებენ ჯგუფიდან გასვლას. მთავარია მსაჯებმმა და ვარმა თუ არ გაა..ტრაკეს, მათ სასარგებლოდ.
მიდით გერმანელებო წინ!!!
13:33 27-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული