წიტაიშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა და "ბარსელონასთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
კიევის "დინამო" თავისი საიტით იტყობინება, რომ 6 ფეხბურთელი: გიორგი წიტაიშვილი, დენის გარმაში, მიკელ დუელუნი, ალექსანდრ კარავაევი, ტუდორ ბალუცე და ნიკოლაი შაპარენკო, აგრეთვე მწვრთნელის თანაშემწე ემილ კარასი და კლუბის 4 წარმომადგენელი - კორონავირუსით დაინფიცირდა. ყველანი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ეს ფეხბურთელები "დინამოს" მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ კატალონიაში თან არ იახლა, თუმცა წიტაიშვილი უკანასკნელ მატჩებში ისედაც არ ათამაშა.

"ბარსელონასა" და "დინამოს" შეხვედრა "კამპ ნოუზე" 4 ნოემბერს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რა კოგივიდა მაა
კლიმენტი
18:47 03-11-2020
0
გადარჩა ბარსა
Pepe
11:35 03-11-2020
0

სიახლეები პოპულარული