კიევის "დინამო" ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩის ჩასატარებლად კატალონიაში ჩაფრინდა და სასტუმრო W Barcelona-ში დაბინავდა, მაგრამ შეხვედრა შეიძლება არ გაიმართოს.
საქმე ისაა, რომ კორონავირუსის, ტრავმების და დისკვალიფიკაციის გამო "დინამოს" 13 ფეხბურთელი აკლია, ტურნირის რეგლამენტით კი განაცხადში, მინიმუმ, 13 მოთამაშე უნდა იყოს. დღეს უკრაინული გუნდის ფეხბურთელები COVID-19-ზე მორიგ ტესტებს ჩააბარებენ და თუ რომელიმეს უარყოფითი შედეგი აღმოაჩნდა, მატჩი გადაიდება.
"ბარსელონასა" და კიევის "დინამოს" შეხვედრა 4 ნოემბერს უნდა გაიმართოს.