ესპანურმა "მარკამ" მკითხველს აცნობა, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩი "ბარსელონასა" და კიევის "დინამოს" შორის ჩაშლის პირასაა, ვინაიდან სტუმართა გუნდს სხვადასხვა მიზეზის გამო 13 ფეხბურთელი აკლია. გამოცემამ ხაზი გაუსვა, რომ გუნდის მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო მძიმე სიტუაციაშია.
მოგეხსენებათ, შევჩენკო უკრაინის ნაკრების თავკაცია, "დინამოს" კი სათავეში მირჩა ლუჩესკუ უდგას.