3 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის პირველი სათამაშო დღის დარჩენილი 6 მატჩი გაიმართა.
"ზალცბურგი" კარგა ხანს გაუძალიანდა საკუთარ მოედანზე "ბაიერნს", მაგრამ ბოლოს მიუნხენელებმა დაჯაბნეს მეტოქე და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
"რეალი" თავიდან "ინტერთან" 2:0 დაწინაურდა. შემდეგ მილანელებმა, რომლებსაც ტრავმირებული რომელუ ლუკაკუ ვერ დაეხმარა, ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მადრიდელებს დარჩათ. სერხიო რამოსმა "სამეფო გუნდში" მე-100 გოლი გაიტანა - 55 თავურით.
"ლივერპულმა" გასვლაზე "ატალანტა" გაანადგურა. დიოგუ ჟოტამ ჰეთ-თრიკი შეასრულა. მან ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა.
A ჯგუფი
ზალცბურგი. "რედ ბული"
ზალცბურგი - ბაიერნი
გოლები: 1:0 ბერიშა (4), 1:1 ლევანდოვსკი (21, პენ), 1:2 კრისტენსენი (44, საკ. კარში), 2:2 ოკუგავა (66), 2:3 ბოატენგი (79), 2:4 სანე (83), 2:5 ლევანდოვსკი (88), 2:6 ერნანდესი (90+2)
მადრიდი."დი სტეფანო"
რეალი - ინტერი 3:2
გოლები: 1:0 ბენზემა (25), 2:0 სერხიო რამოსი (33), 2:1 მარტინესი (35), 2:2 პერიშიჩი (68), 3:2 როდრიგო (80)
პორტუ. "დრაგაო"
პორტუ - მარსელი 3:0
გოლები: 1:0 მარეგა (4), 2:0 ოლივეირა (28, პენ), 3:0 დიასი (69)
მანჩესტერი. "ეტიჰადი"
მანჩესტერ სიტი - ოლიმპიაკოსი 3:0
გოლები: 1:0 ტორესი (12), 2:0 გაბრიელ ჟეზუსი (81), 3:0 კანსელუ (90)
D ჯგუფი
ბერგამო. "აძური დ'იტალია"
ატალანტა - ლივერპული 0:5
გოლები: 0:1 ჟოტა (16), 0:2 ჟოტა (33), 0:3 სალაჰი (47), 0:4 მანე (49), 0:5 ჟოტა (54)
ჰერნინგი. "MCH არენა"
მიდტიულანდი - აიაქსი 1:2
გოლები: 0:1 ენტონი (1), 0:2 ტადიჩი (13), 1:2 დრეიერი (18)