ჩემპიონთა ლიგა. V ტური: თოვდა... და ზიდანს ეხურა თალხი - "რეალი" მთლად წახდა, "პორტუ" და "ლივერპული" გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
1-ელ დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა.

A ჯგუფში „ატლეტიკომ“ საკუთარ მოედანზე „ბაიერნს“ ვერ სძლია (1:1), რომელსაც პლეი-ოფის საგზური უკვე მოპოვებული ჰქონდა. ამით შეწყდა ტურნირზე "რეკორდმაისტერის" 15-მატჩიანი მოგებათა სერია. „ლოკომოტივი“ სახლში 1:3 დამარცხდა „ზალცბურგთან“ და ჯგუფში ჩარჩა. შეგახსენებთ, შემდეგ ეტაპზე აგრეთვე რუსულმა „კრასნოდარმა“ და „ზენიტმა“ ვერ გააღწიეს.

B ჯგუფში მთავარი სენსაცია მოხდა, თუმცა „რეალის“ წაგებას უკვე სენსაცია შეიძლება აღარც ეწოდოს - „შახტარმა“ კიევშიც მოუგო. დონეცკურ გუნდში ტრავმის გამო ხოჭოლავამ ვერ ითამაშა, გოლები კი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს.

"ინტერმა" გასვლაზე 3:2 მოუგო "გლადბახს". ლუკაკუმ და პლეამ დუბლი შეასრულეს. ამ უკანასკნელმა შეხვედრის დასასრულს მესამე გოლიც გაუტანა მილანელებს, მაგრამ თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს.

C ჯგუფში "პორტუ" და "მანჩესტერ სიტი" უგოლო ფრეზე შეთანხმდნენ. "ქალაქელები" უკვე გასული იყო გათამაშების შემდეგ ეტაპზე და პორტუგალიურმა კლუბმაც უწია მიზანს. "მარსელმა" "ოლიმპიაკოსს" 2:1 სძლია და წაგებათა ანტისარეკორდო 13-მატჩიანი სერია შეწყვიტა.

D ჯგუფში "ლივერპულმა" სახლში 19 წლის ჯონსის მიერ გატანილი გოლით "აიაქსი" დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.

A ჯგუფი

მოსკოვი. "RZD არენა"
ლოკომოტივი - ზალცბურგი 1:3
გოლები: 0:1 ბერიშა (28), 0:2 ბერიშა (41), 1:2 მირანჩუკი (79, პენ), 1:3 ადეიემი (81)

მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო"
ატლეტიკო - ბაიერნი 1:1
გოლები: 1:0 ფელიქსი (26), 1:1 მიულერი (86, პენ)

B ჯგუფი

კიევი. "ოლიმპიისკი"
შახტარი - რეალი 2:0
გოლები: 1:0 დენტინიო (57), 2:0 სოლომონი (82)

მიონხენგლადბახი. "ბორუსია-პარკი"
გლადბახი - ინტერი 2:3
გოლები: 0:1 დარმიანი (17), 1:1 პლეა (45+1), 1:2 ლუკაკუ (64), 1:3 ლუკაკუ (73), 2:3 პლეა (76)

C ჯგუფი

პორტუ. "დრაგაო"
პორტუ - მანჩესტერ სიტი 0:0


მარსელი. "ველოდრომი"
მარსელი - ოლიმპიაკოსი 2:1
გოლები: 0:1 კამარა (33), 1:1 პაიე (55, პენ), 2:1 პაიე (75, პენ)

D ჯგუფი

ბერგამო. "აძური დ’იტალია“
ატალანტა - მიდტიულანდი 1:1
გოლები: 0:1 შოლცი (13), 1:1 რომერო (79)

ლივერპული. "ენფილდი"
ლივერპული - აიაქსი 1:0
გოლი: ჯონსი (58)


მკითხველის კომენტარები / 5 /
მართალი ცუდია რეალის, ბარსას დასუსტება, მაგრამ მათ ფანებს(ყველას არ ეხება) არ უნდა ეღლიცინათ როცა თავის დროზე მილანი, არსენალი და სხვები დასუსტდნენ.
0
ბაიერნი არ გასულა?
გიო
11:05 02-12-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული