უნგრულ კლუბს 4 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილს იკავებს. შეგახსენებთ, ლაშა დვალი “ფერენცვაროშის” რიგებში ასპარეზობს. მასპინძლები ოპტიმალური შემადგენლობით იქნებიან.
რაც შეეხებათ სტუმრებს, კატალონიელები ფატის, უმტიტის, ტერ შტეგენის, სერხი რობერტოს, პიკეს, მესის, კოუტინიოსა და არაუხოს გარეშე ითამაშებენ. “ბარსელონა” ძალიან დიდი დანაკლისით თამაშობს და უნგრელებს ქულის წართმევა შეუძლიათ.
რაც შეეხება მეორე ქართველს, გიორგი წიტაიშვილის “დინამო კიევი” “იუვენტუსს” ესტუმრება.
“ფერენცვაროშის” მსგავსად, უკრაინელებსაც 4 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვთ.
რაც შეეხება
დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს კიელინი გამოაკლდებათ.
“დინამო კიევის” დანაკლისი გაცილებით დიდია. მათ ბესიედინი, ბუილავსკი, ბურდა, დუელუნდი, კოსტევიჩი, რუსინი და ტიმჩუკი არ ეყოლებათ.
როგორც აღვნიშნე, მატჩები თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.