E ჯგუფში პირველი ადგილი "ჩელსიმ" დაიკავა, მეორე - "სევილიამ", მესამე - "კრასნოდარმა", ხოლო მეოთხე - "რენმა".
F ჯგუფში „ბრიუგეს“ ჯგუფური ბარიერის გადასალახავად რომში „ლაციოს“ დამარცხება მართებდა, მაგრამ მხოლოდ ფრეს მიაღწია და პლეი-ოფში „დორტმუნდი“ და „ლაციო“ გავიდნენ. „ბრიუგე“ ევროპა ლიგაზე გააგრძელებს აპარეზობას, ხოლო „ზენიტი“ ჯგუფში ჩარჩა.
G ჯგუფში „იუვენტუსმა“ გასვლაზე 3:0 მოუგო „ბარსელონას“ და პირველი ადგილი დაიკავა. „ბარსა“ მეორე პოზიციას დასჯერდა. რონალდომ თერთმეტმეტრიანით დუბლი შეასრულა - მან საკლუბო დონეზე 650 გოლი
გაიტანა. ეს ორივე გუნდი გათამაშების შემდეგ ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას. კიევის "დინამომ" კი 1:0 სძლია "ფერენცვაროშს" და ევროპა ლიგის საგზურს დაეუფლა. ბუდაპეშტური გუნდი, რომლის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ლაშა დვალმა, ჯგუფში ჩარჩა.
H ჯგუფში „ლაიპციგმა“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერს“ სძლია. პსჟ-სა და „ისტანბულის“ მატჩი იმის გამო შეწყდა, რომ მეოთხე მსაჯმა კოლცესკუმ თურქული გუნდის მწვრთნელის თანაშემწე ვებოს „ნეგრუ“ უწოდა. ამის შემდეგ სტამბულელებმა პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვეს. "ლაიპციგმა" "მანჩესტერს" მოუგო. მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება დღეისათვის გადატანილი პსჟ-"ისტანბული", შემდეგ ეტაპზე "ლაიპციგი" და პსჟ გავიდნენ. "მანჩესტერი" ევროპა ლიგაზე გადაერთვება, ხოლო "ისტანბული" მომავალ სეზონამდე დაემშვიდობა ევროტურნირებს.
E ჯგუფი
ლონდონი."სტემფორდ ბრიჯი"
ჩელსი - კრასნოდარი 1:1
გოლები: 0:1 კაბელა (24), 1:1 ჟორჟინიო (28, პენ)
რენი. "როაზონი"
რენი - სევილია 1:3გოლები: 0:1 კუნდე (32), 0:2 ელ-ნესირი (45+2), 0:3 ელ-ნესირი (81), 1:3 რუტერი (86, პენ)
F ჯგუფი
რომი. "ოლიმპიკო"
ლაციო - ბრიუგე 2:2
გოლები: 1:0 კორეა (12), 1:1 ვომერი (15), 2:1 იმობილე (27, პენ), 2:2 ვანაკენი (76)
გაძევება: სობოლი (39, ბრიუგე)
ზენიტი - დორტმუნდი 1:2
გოლები: 1:0 დრიუსი (16), 1:1 პისჟეკი (68), 1:2 ვიტსელი (68)
ბარსელონა. "კამპ ნოუ"
ბარსელონა - იუვენტუსი 0:3
გოლები: 0:1 რონალდო (13, პენ), 0:2 მაკენი (20), 0:3 რონალდო (52, პენ)
დინამო (კ) - ფერენცვაროში 1:0
გოლი: პოპოვი (60)
პსჟ - ისტანბული
ლაიპციგი. "რედ ბული"
ლაიპციგი - მანჩესტერი 3:2გოლები: 1:0 ანხელინო (2), 2:0 აიდარა (13), 3:0 კლუივერტი (69), 3:1 ფერნანდესი (80, პენ), 3:2 პოგბა (82)