"ლანჩხუთმა" თბილისში უშანსოდ წააგო. გაბუნიამ მეტოქის დარტყმული 21-ჯერ მოიგერია

AutoSharing Option
დღეს, ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალურ მატჩში, თბილისში "ლანჩხუთმა" "როზენგარდს" უმასპინძლა და უშანსოდ, 0:7  წააგო. 

მატჩამდეც აშკარა იყო, რომ მეტოქე გაცილებით ძლიერი იყო დებიუტანტებზე, თუნდაც იმით, რომ შვედური კლუბი ჩემპიონთა ლიგის 16 საუკეთესო კლუბს შორის 3-ჯერ არის მოხვედრილი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შედეგია.

პირველ ტაიმში მოწინააღმდეგემ 0:6 გაიმარჯვა, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძელთა მეკარე გაბუნია მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ.

"ლანჩხუთის" მეკარეს დღევანდელ მატჩში 21 სეივი ჰქონდა. 

თბილისი, "მიხეილ მესხის სტადიონი 2"

"ლანჩხუთი" - "როზენგარდი" - 0:7

გოლები: 0:1 სანკოვიჩი (7), 0:2 კეინრიდი (18), 0:3 ანვეგარდი (19), 0:4 ტროლსგარდი (27), 0:5 ბენისონი (28), 0:6 ვიგოსდოტირი (33),
0:7 სეგერი (74), 

"ლანჩხუთი" - გაბუნია, გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, კალანდაძე, ნარსია (სალუქვაძე 75), გასვიანი, თოდაძე, დანელია (კახიძე 88), ალეიშვილი, დიმოპულუ (წოწელია 59), ჭყონია. 

"როზენგარდი" - მუსოვიჩი, ვიგოსდოტირი, ლევენსტადი, ბიორნი, სვავა, ბენისონი, სეგერი, ტროლსგარდი (კრისტელი 85), კეინრიდი, ანვეგარდი, სანკოვიჩი (პერსონი 85). 

განმეორებითი შეხვედრა 16 დეკემბერს, შვედეთში გაიმართება. 

alt"დახეული ბუცებით თამაშობდა ერთი გუნდელი, 4 თვის ხელფასი არ მოუციათ" - "ლანჩხუთის" ფეხბურთელები [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 37 /
თქვე კაი ხალხო 1987 წლის გაზაფხულზე ჩამოვიდა შვედეთიდან ქალთა ორი საკლუბო გუნდი საქართველოში, და დინამოს სტადიონზე საჩვენებელი თამაში ითამაშეს ერთმანეთთან, (მე ვესწრებოდი მაგ თამაშს) რადგან მთელ სოიუზში და არც საქართველოში, საერთოდ არ იყო ქალთა ფეხბურთი. ანუ 33 წლით ადრე, იქ უკვე ჩემპიონატი ტარდებოდა, და თქვენ გინდათ რომ ჩვენ დღეს და ხვალ მოვუგოთ ევროპის გრანდებს? (თუმცა ერთს მოვუგეთ))აბა ვნახოთ 33 წლის და უფრო ადრეც რას უზამენ ჩვენი გოგონები შვედებს და თუნდაც ევროპას. თქვენ კი გოგონებო, უკვე გმირები ხართ და მომავალშიც გვეიმედებით, წინ გამარჯვებებისკენ!
მალხაზ ჯობავა
09 დეკემბერი 2020 19:46
0
კარგი ადამიანი ხარ..... თუნდაც ამ გაგების გამო,რეალობას შევხედოთ და მართლაც სად არიან წასულები ისინი და სად ჩვენ? რაც ამ გოგოებმა გააკეთეს გმირობაა მაგრამ შვედები ძაან მაღლა დგანან,მოვა დრო და ეს უთანასწორობა აღარ იქნება... ამიტომაც საჭიროა გვერდით დგომა ამ გოგოების თანაგრძნობა... მომნდომება არ აკლიათ და იმედი ვიქონიოთ რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც ქართველ გულშენატკივარს გაუხარდება, წარმატება ლანჩხუთი.
malxaz jobavas giorgi 777 -sagan
09 დეკემბერი 2020 21:49
0
ხალხო ცოტა ადეკვატურები ხომ უნდა იყოთ,ასე ერთხაზოვნათ რატომ მსჯელობთ?ამ გოგოებმა უკვე ძალიან დიდი შედეგი დადეს შემდეგ ეტაპზე რომ გავიდნენ და შვედური კლუბია ეს შვედური გესმით?იცით მაინც შვედური ქალთა ფეხბურთი რა დონეზეა აყვანილი?გაგნებაში არ ხართ და სისულელეებს წერთ აქ კარგით რა ტეხავს.
ამ გოგოებს კი ძალიან დიდი მადლობა სულ ვწერდი და ახლაც დავწერ,თქვენ ისედაც დადეთ შედეგი და ისედაც მაქსიმუმი ამოიღეთ,რაზეც უღრმესი მადლობა და მთავარია გული არ გაიტეხოთ.ძალიან მიყვარხართ!!!
გეგი
09 დეკემბერი 2020 17:16
2
არაუშავს გოგოებო, აქამდე მისვლა იმ პირობებით, რომელიც თქვენ გაქვთ გმირობაა.
ქომაგი
09 დეკემბერი 2020 17:58
0
მიხარია ქალთა ფეხბურთი რომ ვითარდება. უნდა ითამაშონ და რაც უფრო ძლიერთან, მეტად გაიზრდებიან. ისევე როგორც რაგბიში - მართალია ხუთი თამაში წააგეს გრანდებთან, მაგრამ დიდი საბრძოლო და სათამაშო გამოცდილება შეიძინეს და და ამ ექვსი ქვეყნის გარდა სხვებს დაბდღვნიან.
ჩვენი ფეხბურთელი ბიჭების მეიმედება - კარგი თაობა მოდის. მაკედონიასთან წაგება ბევრს გვასწავლის და შემდგომ ფინალს მოვიგებთ ერთა ლიგიდან, მსოფლიოს შესარჩევიც გაზრდის ბიჭებს. მთავარია კარგი მწვრთელი, რომ გუნდი შექმნას
არჩი
09 დეკემბერი 2020 17:17
2
გული არ გაიტეხოთ გოგოებო!ძლიერ გუნდთან დამარცხება,გაცილებით მეტს მოგცემთ,ვიდრე სუსტთან გამარჯვება.ისწავლეთ,იშრომეთ და განვითარდით.წელს რასაც თქვენ მიაღწიეთ,ისიც საოცარი იყო და მადლობა ამისათვის.მომავალი წლისთვის კი,წლევანდელი გამოცდილების გამოყენებით,ეს უკვე ჩვეულებრივ ამბად უნდა მივიღოთ და კიდევ უფრო წინ წასვლას ეცადოთ.
სოსო
09 დეკემბერი 2020 16:04
0
არა უშავს,ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინეს და იმედია სათანადოდ გამოიყენებენ.
შეტევა
09 დეკემბერი 2020 19:37
0
სამარცხვინოა ამ გოგოების გალანძღვა! შეხედეთ რამხელა სხვაობაა ინფრქსტრუქტურაში, ხელფასებში და ზოგადად მიდგომაში! ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა უკვე დიდი წარმატებაა!
ალექსა
09 დეკემბერი 2020 16:54
0
სეივი რა არის? ჩვენც ვგესმის ცოტა ინგლისური და ეს არ ნიშნავს იმას რო ჩერტკოევის ენაზე უნდა გველაპარაკოთ! ცოტა მეტი პატივი ეცით საკუთარ ენას და როცა საღაციდან რაღაცას მოიტანთ ბრჭყალებში მაინც უნდა ჩასვათ. სტატიების წერამდე წერა-კითხვას არ გასწავლიან?
Levani
09 დეკემბერი 2020 16:08
8
Მადლობა გოგოებს.არ შეიძლება ასე ხელაღებით კრიტიკა.აზრზე თუ ხართ რამხელა სხვაობაა ჯერ ქვეყნებს შორის,მერე ფეხბურთს და მითუმეტეს ქალთა ფეხბურთს შორის?ობიექტურობის განცდა არც კი გაგაჩნიათ.ქლესასავით მხოლოდ ნეგატივზე ჩასაფრებულები ხართ და კლავიატურის აკრეფის მეტი არაფერი შეგიძლიათ.
Levan
09 დეკემბერი 2020 17:56
0
გოგოებო მიაწექით გული არ გაიტეხოთ!!!
09 დეკემბერი 2020 16:56
0

სიახლეები პოპულარული