მოდად იქცა, ყველაფერში რასიზმი დაინახონ - ჟეზუშმა პსჟ-ისა და "ისტანბულის" მატჩის ინციდენტზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ისა და "ისტანბულის" მატჩისას რასობრივ ნიადაგზე მომხდარ სკანდალზე კომენტარი "ბენფიკას" მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა გააკეთა.

"არ ვიცი, კონკრეტულად რა მოხდა იმ შემთხვევაში, მაგრამ მე ასეთ საკითხზე საკუთარი აზრი მაქვს და მის გამოთქმას ქვეყნად ვერავინ დამიშლის.

ახლა ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ მოდად იქცა, ყველაფერში რასიზმი დაინახონ. ყველაფერი, რასაც შავკანიანი ადამიანის მისამართით ითქმება, რასიზმია, თეთრკანიანის მისამართით კი - არა და ამ ტენდენციის დამკვიდრებას ყველანაირად ცდილობენ", -  განუცხადა ჟეზუშმა "მარკას".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან მაგარი კაცია და ძალიან მაგარი ავტორიტეტი აქვს...
მახსოვს მოედანზე შევარდნილ გულშემატკივარს სცემდნენ ამან დაცვას გაუტრაკა და დაიცვა გულშემატკივარი მგონი ხელითაც შეეხო
ASSASIN
21:18 10-12-2020
0
უკვე მართლა მარაზმში გადადის, მაშინ საერთოდ შავის ხსენება უარყოფით კონტექსტშიც რასიზმი და ფობია. მალე ზოგიერთმა ტვინნარძობმა ვეფხისტყაოსნის აკრძალვა შეიძლება მოითხოვოს -
ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი,
იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი.
შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი,
მოახსენა: „გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი“.
Zura
15:38 10-12-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული