9 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩები ჩატარდა და პლეი-ოფის ყველა მონაწილე გაირკვა.
A ჯგუფში "ბაიერნმა", რომელმაც პირველობა გასულ ტურში გაინაღდა, საკუთარ მოედანზე მოუგო "ლოკომოტივს", ხოლო "ატლეტიკომ" ავსტრიაში სძლია "ზალცბურგს" და მეორე ადგილზე გავიდა.
B ჯგუფში "რეალმა" ბენზემას დუბლით "გლადბახი" დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა. "ინტერისა" და "შახტარის" შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. დონეცკურ გუნდში ტრავმირებული ვიტაოს ნაცვლად 36-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე დავით ხოჭოლავა. "რეალი" და "გლადბახი" გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, "შახტარი" ევროპა ლიგაზე გადაერთვება, "ინტერი" კი
ჯგუფში ჩარჩა.
C ჯგუფში ყველაფერი უკვე გარკვეული იყო და "მანჩესტერ სიტიმ" და "პორტუმ", რომლებსაც პლეი-ოფის საგზური მოპოვებული ჰქონდათ, შესაბამისად, "მარსელსა" და "ოლიმპიაკოსს" მოუგეს.
D ჯგუფში "ლივერპულს" პირველობა გარანტირებული ჰქონდა და დანიაში აუტსაიდერ "მიდტიულანდს" დაუზავდა. "ატალანტამ" კი შეხვედრის დასასრულს მურიელის მიერ გატანილი გოლით გასვლაზე "აიაქსს" 1:0 მოუგო და მეორე ადგილი დაიკავა.
A ჯგუფი
მიუნხენი. "ალიანც არენა"
ბაიერნი - ლოკომოტივი 2:0
გოლები: 1:0 ზულე (63), 2:0 ჩუპო-მოტინგი (80)
ზალცბურგი - ატლეტიკო 0:2
გოლები: 0:1 ერმოსო (38), 0:2 კარასკო (86)
ინტერი - შახტარი 0:0
მადრიდი. "დი სტეფანო"
რეალი - გლადბახი 2:0გოლები: 1:0 ბენზემა (9), 2:0 ბენზემა (32)
მანჩესტერი. "ეტიჰადი"
მანჩესტერ სიტი - მარსელი 3:0
გოლები: 1:0 ტორესი (48), 2:0 აგუერო (77), 3:0 სტერლინგი (90)
ოლიმპიაკოსი - პორტუ 0:2
გოლები: 0:1 ოტავიო (10, პენ), 0:2 ურიბე (77)
გაძევება: სემედო (79, ოლიმპიაკოსი)
აიაქსი - ატალანტა 0:1
გოლი: მურიელი (85)
გაძევება: გრავენბერგი (79, აიაქსი)
მიდტიულანდი - ლივერპული 1:1
გოლები: 0:1 სალაჰი (1), 1:1 შოლცი (62, პენ)