რუმენიგეს ჩემპიონთა ლიგის რეფორმირება უნდა

AutoSharing Option
"ბაიერნის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ "კიკერს" განუცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფორმატი აუცილებლად შესაცვლელია, განსაკუთრებით, ჯგუფური ეტაპი, რადგან უმეტესად 3-4 ტურის შემდეგ მერვედფინალისტები გარკვეულია და დარჩენილ მატჩებში უმოტივაციო გუნდების თამაშებია.

რუმენიგე დარწმუნებულია, რომ უეფა უკვე განიხილავს და მალე შეცვლის პლეი-ოფების გამართვის წესს და მეოთხედფინალებიდან გუნდები მხოლოდ ერთ მატჩს ითამაშებენ, ხოლო ნახევარფინალები და ფინალები, ისევე, როგორც შარშან აგვისტოში პანდემიის გამო მოხდა, წესად დაინერგება და ერთ ქალაქში ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ფეხბურთი წააგებს.
100%
08:05 15-01-2021
1
სანამ სტადიონები ცარიელია შინ და სტუმრად თამაშებს აზრი ეკარგება.ამიტომ ერთი თამაში მისაღებია.
ჩემი აზრით
10:45 15-01-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული