ევროპის სუპერლიგის შექმნის წინააღმდეგ ფიფამ და უეფამ გაილაშქრეს და იმ კლუბებსა და ფეხბურთელებს, რომლებიც ამ ტურნირზე იასპარეზებენ, მათი ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებზე მოკვეთით დაემუქრა, რაც ფაქტიურად მათთვის "მგლის ბილეთის" ტოლფასია. თუმცა, შემდეგ უეფამ ბობოლა კლუბებს დაუყვავა და ჩემპიონთა ლიგის შემოსავლებიდან უფრო დიდ თანხებს დაჰპირდა.
As-ის ცნობით, უეფა სუპერლიგის შექმნის შიშით ჩემპიონთა ლიგის რეფორმირებას აპირებს და მისი პრეზიდენტი ალეკსანდრ ჩეფერინი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას "რეალთან", "იუვენტუსთან", "მანჩესტერთან", პსჟ-სთან და "ფენერბახჩესთან".
ჩეფერინი რეფორმირებულ ლიგაში ტოპ-კლუბებს პრივილიგირებულ პირობებს სთავაზობს და შემოსავლებიდან უფრო დიდ
თანხებს ჰპირდება, რომლებიც მათ დააკმაყოფილებს და ახალი ტურნირის შექმნაზე ხელს ააღებინებს.
განახლებულმა ჩემპიონთა ლიგამ შეიძლება სტარტი 2024 წელს აიღოს, თუმცა თუ მხარეები მალე შეთანხმდნენ, არაა გამორიცხული, 2022 წელსაც კი დაიწყოს.
განახლებულმა ჩემპიონთა ლიგამ შეიძლება სტარტი 2024 წელს აიღოს, თუმცა თუ მხარეები მალე შეთანხმდნენ, არაა გამორიცხული, 2022 წელსაც კი დაიწყოს.
განახლებულმა ჩემპიონთა ლიგამ შესაძლოა, გავლენა წამყვან ეროვნულ პიროლობებზეც მოახდინოს - მონაწილეთა რაოდენობა 16-18 გუნდამდე შემცირდეს, ხოლო ქვეყნების თასების გათამაშებები 4-5 რაუნდამდე ჩამოიყვანონ.