არა ევოლუციური რევოლუცია ფეხბურთში - შეშინებული უეფა ჩემპიონთა ლიგის სასწრაფოდ რეფორმირებას გეგმავს და ბობოლებს მეტ ფულს ჰპირდება

AutoSharing Option
შიში ოხერია

ევროპის სუპერლიგის შექმნის წინააღმდეგ ფიფამ და უეფამ გაილაშქრეს და იმ კლუბებსა და ფეხბურთელებს, რომლებიც ამ ტურნირზე იასპარეზებენ, მათი ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებზე მოკვეთით დაემუქრა, რაც ფაქტიურად მათთვის "მგლის ბილეთის" ტოლფასია. თუმცა, შემდეგ უეფამ ბობოლა კლუბებს დაუყვავა და ჩემპიონთა ლიგის შემოსავლებიდან უფრო დიდ თანხებს დაჰპირდა.

As-ის ცნობით, უეფა სუპერლიგის შექმნის შიშით ჩემპიონთა ლიგის რეფორმირებას აპირებს და მისი პრეზიდენტი ალეკსანდრ ჩეფერინი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას "რეალთან", "იუვენტუსთან", "მანჩესტერთან", პსჟ-სთან და "ფენერბახჩესთან".

ჩეფერინი რეფორმირებულ ლიგაში ტოპ-კლუბებს პრივილიგირებულ პირობებს სთავაზობს და შემოსავლებიდან  უფრო დიდ
თანხებს ჰპირდება, რომლებიც მათ დააკმაყოფილებს და ახალი ტურნირის შექმნაზე ხელს ააღებინებს.

განახლებულმა ჩემპიონთა ლიგამ შეიძლება სტარტი 2024 წელს აიღოს, თუმცა თუ მხარეები მალე შეთანხმდნენ, არაა გამორიცხული, 2022 წელსაც კი დაიწყოს.

განახლებულმა ჩემპიონთა ლიგამ შესაძლოა, გავლენა წამყვან ეროვნულ პიროლობებზეც მოახდინოს - მონაწილეთა რაოდენობა 16-18 გუნდამდე შემცირდეს, ხოლო ქვეყნების თასების გათამაშებები 4-5 რაუნდამდე ჩამოიყვანონ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს იდეა, მგონი წამოვიდა ბაბუა პერესისგან.
გია
12:30 19-04-2021
0
თუ აღარ იქნება მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები და ჩ.ლ-ა ე.ი. აღარ იქნება გულშემატკივრებისთვის იმ სიხარულის და ბედნიერი წუთების განცდები რისთვისაც ფეხბურთი გვიყვარს.იქნება ბობოლა კლუბებში მოთამაშე გამძღარი ფეხბურთელების მარიაჟობა.
ამაშია საქმე
10:52 30-01-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული