ნეიმარი "ბარსელონასთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელი ნეიმარი, რომელმაც "კანთან" საფრანგეთის თასის მატჩში (1:0) ტრავმა მიიღო, "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ შეხვედრაში ვერ ითამაშებს, - იტყობინება "ეკიპი".

არაა გამორიცხული, ბრაზილიელს ერთი თვე გაუცდეს და "ბარსასთან" განმეორებით შეხვედრაშიც ვერ მიიღოს მონაწილეობა.

ამ გუნდების პირველი მატჩი 16 თებერვალს ბარსელონაში ჩატარდება, ხოლო საპასუხო - 10 მარტს პარიზში.

მიმდინარე სეზონში ნეიმარმა საფრანგეთის ჩემპიონატის 11 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალით გაპიარებული
6
დიდი ხანია ეს გაშოტებული არ გვინახავს.
დათო
17:04 12-02-2021
0

სიახლეები პოპულარული