"რონალ კუმანის მოსვლის შემდეგ სახეს იცვლის..." - მაურისიო პოჩეტინო

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური შეხვედრის წინ ისაუბრა.

შეგახსენებთ, 17 თებერვალს პარიზული გიგანტი თავისი მთავარი თილისმის, ნეიმარის გარეშე ითამაშებს. 

"რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეული გეგმა გვჭირდება, თუ როგორ შევუტიოთ და ამავდროულად, თავი როგორ დავიცვათ. მე ვენდობი ჩემს ფეხბურთელებს; მჯერა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა კატალონიიდან დადებითი შედეგით დავბრუნდეთ. 

მე "ბარსელონას" აქამდეც შევხვედრივარ და ვიცი მათი დიდებულების შესახებ. აშკარაა, რომ გუნდი რონალ კუმანის მოსვლის შემდეგ სახეს იცვლის და ძველი დიდებისკენ მიისწრაფვის. მე მათში სოლიდურ გუნდს
ვხედავ, რომელსაც გასაოცარი ფეხბურთელები ჰყავს. 

"ბლაუგრანა" ის გუნდია, რომელმაც იცის, თუ როგორ უნდა მოიგოს. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ დიდი კლუბი, როგორიცაა "პარი სენ ჟერმენი", დაამარცხონ, მაგრამ არ დავივიწყოთ, რომ იმავე მოტივაციით ვართ ჩვენც. პსჟ მოედანზე გამარჯვებისთვის გავა", - განაცხადა პოჩეტინომ. 

პოჩეტინო "ბარსელონას" წინააღმდეგ ორი ლიდერის, ნეიმარისა და ანხელ დი მარიას გარეშე წარდგება, თუმცა კილიან მბაპე, მაურო იკარდი, მოიზე კინი და იულიან დრაქსლერი მწყობრში არიან. ისინი კატალონიურ კლუბს აუცილებლად შეუტევენ. 

მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt"შევ**ი "ბარსას"... - პარიზული კლუბის გულშემატკივრებმა ბანერი გამოფინეს


მკითხველის კომენტარები / 1 /
16 გუნდი რომ თამაშობს, ეგ არის მერვედფინალი... მათემატიკურად თუ ვერ გამოგყავთ, ფლეშსკორს მაინც დააჭირეთ ხელი ხანდახან...
ალო
14:52 15-02-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული