[PREVIEW] ჩემპიონთა ლიგა დიდებული თამაშით ბრუნდება

AutoSharing Option
ხვალ, 00:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური შეხვედრები გაიმართება. 

უდიდეს ინტერესს "ბარსელონასა" და "პარი სენ ჟერმენის" მატჩი იწვევს. ორივე გუნდი დიდი დანაკლისით ითამაშებს. 

"ბლაუგრანას" ჟერარდ პიკე, ანსუ ფატი, სერხი რობერტო, ფილიპე კოუტინიო, რონალდ არაუხო და მარტინ ბრაიტვეიტი დააკლდება. 

თავის მხრივ, პსჟ-ს ნეიმარი, ანხელ დი დიმარია და ხუან ბერნატი გამოაკლდება. კითხვის ნიშნის ქვეშაა მარკო ვერატისა და რაფინია ალკანტარას თამაში. 

ეს გუნდები ერთმანეთს 9-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 4 გამარჯვება "ბარსელონამ" მოიპოვა, სამი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 2 შეხვედრა ფრანგებმა მოიგეს. 

თუმცა პსჟ-ის მთავარ მწვრთნელს,
მაურისიო პოჩეტინოს რონალ კუმანი კარგად ჰყავს შესწავლილი. გუნდების მთავარი მწვრთნელების 7  ურთიერთშეხვედრიდან 4 შემთხვევაში გამარჯვებული არგენტინელი სპეციალისტი გამოდგა. ნიდერლანდელმა 1 მატჩი მოიგო, ხოლო 2 თამაში ფრედ დასრულდა. 

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ერთმანეთს "ლაიპციგი" და "ლივერპული" დაუპირისპირდებიან. 

ფანტასტიკური სეზონის შემდეგ ინგლისური გრანდი ძალიან ცუდ ფორმაშია. ამის მთავარი განმაპირობებელი ფეხბურთელების დანაკლისი გახლავთ. დღევანდელ შეხვედრაში ჯოელ მატიპი, ჯო გომესი, ვირჯილ ვან დაიკი, დიეგო ჟოტა და ფაბინიო გამოაკლდებიან.

თავის მხრივ, "ლაიპციგს" ემილ ფორსბერგი, კორნარ ლაიმერი და ბენჟამინ ჰენრიხი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშაა ჯასტინ კლუივერტის თამაშიც. 

ეს გუნდები ერთმანეთს არ შეხვედრიან, თუმცა მათი მთავარი მწვრთნელები, იურგენ კლოპი და იულიან ნაგელსმანი, ერთმანეთს 2-ჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ კლოპმა იმარჯვა. 


alt"რონალ კუმანის მოსვლის შემდეგ სახეს იცვლის..." - მაურისიო პოჩეტინო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული