ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: დაჯაბნილი "ბარსა" და "ლაიპციგი" - "ლივერპული" და პსჟ ცალი ფეხით მეოთხედფინალში არიან [VIDEO]

AutoSharing Option
როგორც ამბობენ, ნამდვილი ჩემპიონთა ლიგა პლეი-ოფებით იწყება და თან რა მატჩებით დაიწყო!

"ლაიპციგმა" "ლივერპულს", რომელიც პრემიერლიგაში უჩვეულოდ უხეიროდ ასპარეზობს, ბუდაპეშტში უმასპინძლა და როგორც გამოჩნდა, რაც უნდა ცუდ ფორმაში უნდა იყოს კლოპის გუნდი, ნაგელსმანის კრებულს მაინც სჯობს - 0:2.

უკვე დებიუტში ოლმოს შეეძლო გატანა, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მერე სალაჰმა კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, რობერტსონმა ააცილა მიზანს, ფირმინომ კი გაიტანა, მაგრამ იქამდე მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მეორე ტაიმის დასაწყისში პირისპირ გასულ ნკუნკუს ალისონმა არ გაატანინა, ცოტა ხანში კი სალაჰმა ანგარიში გახსნა.
შემდეგ მანემაც დალაშქრა აღმოსავლეთგერმანელთა კარი. მორიგი შეტევისას მანვე კარგი შანსი ვერ გამოიყენა. დარჩენილ დროში "ლივერპული" თამაშის გამწვავებას მოერიდა და საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მშვიდად მიიყვანა.

"ბარსელონა" საკუთარ მოედანზე პსჟ-სთან დამარცხდა, რომელსაც ტრავმირებული თავდამსხმელი ნეიმარი აკლდა. აქ მარტო წაგებაში კი არა, თამაშის ხარისხშია საქმე, რამეთუ საკუთარ მოედანზე ასე დაჩაგრული "ბარსა" ძნელი გასახსენებელია - 1:4.

"ბარსას" სასტარტოში მწვრთნელმა კუმანმა მცველი პიკე დააყენა, რომელსაც ტრავმის გამო ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.

26-ე წუთზე დე იონგის მოპოვებული პენალტი მესიმ უნაკლოდ შეასრულა და "ბარსა" დააწინაურა, თუმცა მალე მბაპემ ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ ტერ შტეგენმა კურზავას არ დაანება გოლის გატანა. ამას მაპინძელთა სწრაფი კონტრიერიში მოჰყვა, გრიზმანმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მბაპემ და კინმა ვერ გამოიყენეს მომენტები. აშკარად გამოიკვეთა სტუმართა უპირატესობა, მბაპემ ორჯერ და კინმა დაამწუხრეს გერმანელი მეკარე და "პარი სენ ჟერმენმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ბუდაპეშტი. "პუშკაშ არენა"
ლაიპციგი - ლივერპული 0:2
გოლები: 0:1 სალაჰი (53), 0:2 მანე (58)

ბარსელონა. "ნოუ კამპი"
ბარსელონა - პსჟ 1:4
გოლები: 1:0 მესი (26, პენ), 1:1 მბაპე (32), 1:2 მბაპე (65), 1:3 კინი (70), 1:4 მბაპე (85)

მკითხველის კომენტარები / 22 /
ბარსას დაცვა მომეწონა მაგრად, მბაპეს ფეხი არ გაანძრევინეს. კიდე კაი ნეიმარი არ იყო თორე ბავარია სანატრელი გახდებოდა.
მეგრელი
17 თებერვალი 2021 02:37
1
რაც არ უნდა თავდადებული მესის ფანი იყო ამ თამაშის შემდეგ რა უნდა თქვა ? იყავით ობიექტურები მესის ასეთი ჩავარდნები კარიერის მანძილზე ბევრი აქვს მე გოლს არ ვგულისხმობ არანაირი მონდომება და თავდადება დგას სტოლბასავით და უკვე მერამდენე წელია გადამწყვეტ თამაშებში ვერაფერს აკეთებს მაგრამ აქ ხალხი გამოჩნდება და საპირისპიროს მტკიცებას დაიწყებს
გიო
17 თებერვალი 2021 02:09
5
ანუ,თუ მესის ბიოგრაფია ვიცით და ძალიანაც ვაფასებთ, სიბრმავე და სიყრუე მოვიგონოთ და ვითომ არაფერი მომხდარა? დაფრინავდაო ვთქვათ?
ფაქტი ისაა რომ მოუმრავლდა ამ მართლაც გენიალურ ფეხბურთელს ჩავარდნები და თუ მოტივაციის ნაკლებობა არაა, მაშინ გაუგიათ მაგის მუღამი საბოლოოდ და ეგაა
ბარსა-მესი--ს
18 თებერვალი 2021 00:34
1
ლეო მესის, თავდადებული ფანი ვარ და არა მარტო მე! სასაცილო იცი რა არის? შენაირები, რომ მესიზე ლაპარაკობთ. მესის ბიოგრაფიას გადაავლეთ თვალი და მერე იბლატავეთ.
ბარსა მესი
17 თებერვალი 2021 15:21
4
დე იონგის მოპოვებული არა, მსაჯის უსამართლოდ დანიშნული პენალტი იყო ეგ
: )))))))
17 თებერვალი 2021 02:04
4
მათლა პატალავ, აღუუუ.
:))))))))-ს
17 თებერვალი 2021 13:12
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული