ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალში "ლაიპციგის" 2:0 დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისაუბრა:
"ჩვენ ასეთი მატჩის ჩატარება გვინდოდა, ჩვენ ასეთი მატჩი გვჭირდებოდა.
"ლაიპციგს" შეუძლია ნამდვილი მონსტრი იყოს, ბევრ გუნდს გადაურბინა, ფიზიკურად ძალიან კარგად მომზადებულია. დღეს ჩვენ მათ განსაკუთრებული მანერით ვაკონტროლებდით. მართლაც კარგი მატჩი ჩავატარეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
თავს კარგად ვიცავდით და ბურთს კარგად ვართმევდით. იმის გათვალისწინებით, რომ წინა შეხვედრა ორი დღის წინ ჩავატარეთ, მძიმე თამაში იყო. ეს მხოლოდ პირველი რაუნდი გახლდათ.
ვიცით, ბევრი ჩვენს მორიგ ფეხის დაცდენას ელოდა. ორი წლის
განმავლობაში მართლაც კარგად გავისარჯეთ, წელს კი პრობლემები გვაქვს, რაც ნორმალურია".
liverpulis krizisi saxezea am shemadgenlobit gauwirdeba 4 finalshi