[PREVIEW] "ლაციო" დიდი გამოწვევის წინ... "ჩელსი" ლა ლიგის ლიდერს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
ხვალ, თბილისის დროით 00:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის ორი შეხვედრა გაიმართება. 

Sportall.Ge

"ლაციო" - "ბაიერნი"
"ლაციო" რომში ლიგის მოქმედ ჩემპიონს, მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლებს. ორივე გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია და გულშემატკივრები სანახაობრივი თამაშის მოლოდინში არიან. 

"ლაციოს" დღეს ტომას სტრაკოშა, სტეფან რადუ, ლუიზ ფელიპე და ანდრეას პერეირა გამოაკლდება. 

რაც შეეხება 'ბაიერნს", "რეკორდმაისტერს" კორენტინ ტოლისო, დუგლას კოშტა, ბენჟამინ პავარი და ტომას მიულერი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშაა სერჟ გნაბრის თამაშიც. 

Sportall.Ge

"ო" - "ი"
მეორე შეხვედრა მადრიდში "ატლეტიკოსა" და "ჩელსის" შორის გაიმართება. ეს გუნდები

ერთმანეთს 7-ჯერ დაუპირისპირდნენ. გრანდებმა 2-2-ჯერ მოიგეს, ხოლო 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა. 

მასპინძლებს საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვთ. მადრიდელებს ხოსე ხიმენესი, ჰექტორ ერერა, იანიკ კარასკო, კიერან ტრიპიერი და ვიმე ვრსალკო გამოაკლდებათ. 

რაც შეეხება "ჩელსის", "არისტოკრატებს" მხოლოდ ტიაგო სილვა არ ეყოლება. 




მკითხველის კომენტარები / 1 /
ლაციო 1 5აგებს ჩელსი ფრე
ზორბეგი
21:57 23-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული