პსჟ-ის ვარსკვლავი ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური შეხვედრის განმეორებით მატჩს, რომელსაც მისი გუნდი 11 მარტს "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს, გამოტოვებს.
ბრაზილიელმა შემტევმა ესპანეთში გამართული პირველი შეხვედრაც გამოტოვა. შეგახსენებთ, პარიზულმა გრანდმა 4:1 იმარჯვა და ფაქტობრივად, მომდევნო ეტაპის საგზურიც გაინაღდა.
ამრიგად, მას ოთხშაბათს გასამართი შეხვედრის ყურება ტრიბუნიდან მოუწევს. ნეიმარი ამჟამად გუნდისგან დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
პსჟ"-ს ასევე ხუან ბერნატი და მოიზე კინი გამოაკლდება.
შეგახსენებთ, შეხვედრა 11 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია marca-ს მიხედვით