ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: მესის ზღაპრული გოლი და გაცუდებული პენალტი - სენსაციები არ შედგა [VIDEO]

AutoSharing Option
10 მარტს ჩემპიონთა ლიგის ორი საპასუხო მერვედფინალი ჩატარდა და კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა.

პსჟ-მა "ბარსელონასთან" სასურველ ფრეს მიაღწია

"ბარსა" საკუთარ მოედანზე 1:4 წაგების შემდეგ უმძიმეს სიტუაციაში იმყოფებოდა, თუმცა მისი მწვრთნელი კუმანი იმედს მაინც არ კარგავდა. პსჟ თავიდანვე მთელი გუნდით დაცვაში ჩადგა და მეკარე ნავასმა გოლის გატანა დემბელესა და დესტს არ დაანება. ალოგიკური გოლი კი სტუმართა კარში გავიდა - ლანგლემ საჯარიმოში სრულიად არასაჭირო სიტუაციაში იკარდი წააქცია
და მბაპემ პენალტი გამოიყენა. კილიანმა 22 წლისა და 80 დღის ასაკში ტურნირზე 25-ე გოლი გაიტანა და მესის რეკორდი დაამხო. მის ანგარიშზე 42 მატჩში აგრეთვე 15 საგოლე გადაცემაა.

შემდეგ დემბელემ მორიგი შანსი გაანიავა, ხოლო მესიმ შორიდან ფანტასტიკური გოლი გაიტანა (120-ე ჩემპიონთა ლიგაზე). ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი თერთმეტმეტრიანი უკვე პარიზელთა კარში დაინიშნა, როდესაც კურზავამ გრიზმანი წააქცია და ლეოს დარტყმული ბურთი ნავასმა მოიგერია. არგენტინელმა ამ სეზონში პირველად ვერ მოიყვანა სისრულეში უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი - აქამდე 4 ზუსტად შეასრულა.

მეორე ტაიმში თამაში, პირველის მსგავსად, ლამაზი სანახავი ვეღარ იყო, ანგარიში არ შეცვლილა და "პარი სენ ჟერმენი" უპრობლემოდ გავიდა შემდეგ ეტაპზე.

"ლივერპულმა" "ლაიპციგს" ისევ სძლია

პრემიერლიგაზე უხეიროდ მოასპარეზე "ლივერპულმა" პირველ შეხვედრაში "ლაიპციგს" 2:0 მოუგო და აშკარა ფავორიტი იყო. დაძაბული, მაგრამ არცთუ თვალსასეირო პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შესვენების შემდეგ სიორლოტმა ბურთი თავურით ალისონის კარის ხარიხას გაარტყა, მერე კი სალაჰმა და მანემ გაიტანეს და ყველაფერი დასრულდა.

პარიზი. "პარკ დე პრენსი"
პსჟ - ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0 მბაპე (30), 1:1 მესი (37)
გამოუყენებელი პენალტი: მესი (45+3)

ბუდაპეშტი. "პუშკაშ არენა"
ლივერპული - ლაიპციგი 2:0
გოლები: 1:0 სალაჰი (70), 2:0 მანე (74)


მკითხველის კომენტარები / 5 /
სენსაციები მოხდებოდა იღბალი, ჩვენს მხარეს, რომ ყოფილიყო!
barsa
13:52 11-03-2021
3
აბა ჩასაფრებულთა ბოღმებო გელოდებით. "პარადს" პირველი, რომელი ბოღმა გახსნით? ნაძლევი მომაგებინეთ ძმაკაცებთან.
barsa
10:23 11-03-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული