ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "სიტი" და "რეალი" შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
16 მარტს ჩემპიონთა ლიგის ორი განმეორებითი მერვედფინალი გაიმართა და მორიგი მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ.

"მანჩესტერ სიტიმ" გლადბახური ბარიერი იოლად გადალახა

"სიტის" პირველი მატჩი 2:0 ჰქონდა მოგებული, საპასუხო შეხვედრაში სრულ უპირატესობას ფლობდა და პირველივე ტაიმში მოუთავა მიონხენგლადბახელებს საქმე. გვარდიოლას გუნდმა ზედიზედ მე-12 სეზონში გაიტანა 100+ გოლი. "ქალაქელები" მიჯრით მეოთხედ გავიდა 1/4-ფინალში.

გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე მწვრთნელის რანგში 82 მატჩი მოიგო, ამ მაჩვენებლით მოურინიოს გადაასწრო და მხოლოდ ფერგიუსონს (102), ანჩელოტის (89) და ვენგერს (86) ჩამორჩება.

"რეალმა" "ატალანტას" ისევ სძლია

ანგარიში34-ე წუთზე
მეკარე სპორტიელოს მიერ დაშვებული შეცდომის შემდეგ ბენზემამ გახსნა. ეს ტურნირზე მისი 70-ე გოლია, ზედიზედ მე-17 სეზონში გაიტანა და მესისა და რონალდოს რეკორდი გაიმეორა. მე-60 წუთზე პენალტით მეორე გოლი ბერგამოელებს სერხიო რამოსმა გაუტანა. 83-ე წუთზე მურიელმა საჯარიმოთი ანგარიში შეამცირა. თუმცა შეცვლაზე შესულმა ასენსიომ მადრიდელთა ორბურთიანი უპირატესობა მალევე აღადგინა, "სამეფო გუნდმა" ორი მატჩის ჯამში 4:1 იმარჯვა და ბოლო სამ წელიწადში პირველად გააღწია მეოთხედფინალში.

ბუდაპეშტი."პუშკაშ არენა"
მანჩესტერ სიტი - გლადბახი 2:0
გოლები: 1:0 დე ბრუინი (12), 2:0 გიუნდოგანი (18)

მადრიდი. "დი სტეფანო"
რეალი - ატალანტა  3:1
გოლები: 1:0 ბენზემა (34), 2:0 სერხიო რამოსი (60, პენ), 2:1 მურიელი (83), 3:1 ასენსიო (84)

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბევრჯერ გამიგია ზიდანი მწვრთნელი არ არისო...შესაძლოა ხშირად არ ჩანს მისი შრომის შედეგი, მაგრამ რაც ამ თამაშმა გვაჩვენა საოცრად გაკვირვებული დავრჩი. სრული ქაოსი მოთამაშეთა გადაადგილებაში და იმდენად გონივრულად, რომ ატალანტას ფაქტიურად შანსი არ ჰქონია. ბენზემა, მენდი, ვასკესი, მოდრიჩი ისე ხშირად იცვლიდნენ პოზიციებს რომ თავგზას უბნევდნენ მოწინააღმდეგეს.ვალვერდემ კაზემიროს არყოფნა დამავიწყა. კროსი და მოდრიჩი დაცვიდან იწყებდნენ ბურთის გათამაშებას, როცა ვარანი მათზე მაღლა იყო უკვე. მოკლედ ესეც ზიდანის სიახლე და ასეთ რეალთან შეხვედრის სურვილი ბევრს არ ექნება. ჰალა მადრიდ!
emigranti
03:25 17-03-2021
4
კარგი იქნება ჩემპიონთა ლიგა რეალმა მოიგოს და ლა ლიგა ბარსამ. ორივე იმსახურებს ტიტულებს
!!!!!!
10:01 17-03-2021
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული