ტურის უდავოდ ცენტრალური შეხვედრა პარიზში პსჟ-სა და "ბაიერნს" შორის გაიმართება. პირველი შეხვედრა ფრანგების გამარჯვებით, 3:2 დასრულდა, თუმცა "რეკორდმაისტერი" "პარკ დე ფრანსზე" მხოლოდ გამარჯვებისთვის გამოვა.
დღევანდელ შეხვედრაში "პარი სენ ჟერმენს" მარკინიოსი და ბერნატი გამოაკლდება. კითხვის ნიშნის ქვეშაა მაურო იკარდის თამაშიც.
თავის მხრივ, "ბაიერნს" ნიკლას ზულე, ლეონ გორეტსკა, დუგლას კოშტა, რობერტ ლევანდოვსკი, სერჟ გნაბრი, ტოლისო, ტილმანი და ჰოფმანი არ ეყოლება.
რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ლონდონის "ჩელსი" "პორტუს" "სანჩეს პისხუანზე" ("სევილიის" მოედანზე) მეორედ
ლონდონელების 2:0 გამარჯვების შემდეგ "არისტოკრატები" წყვილში უდავო ფავორიტად ითვლება.
ორივე შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. სუპერმატჩი მიუნხენში და „ჩელსი“ ცალი ფეხით ნახევარფინალში [VIDEO]