პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ორი მატჩის ჯამში "ბაიერნს" სძლია, გასულ წელს ფინალში დამარცხებისთვის რევანში აიღო და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
რა გასაკვირია, რომ ნამატჩევს პარიზელები ზეიმობდნენ. გასახდელში კილიან მბაპე თანაგუნდელებთან ერთად მაგიდაზე შეხტა და ცეკვა დაიწყო - ეს ფოტო "პარი სენ ჟერმენმა" თავისი კლუბის "ტვიტერზე" გამოაქვეყნა.