“ეს ბიზნესია, ბიზნესით იგებ...” - პეპ გვარდიოლა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ მასზე არსებულ ზეწოლასთან დაკავშირებით ისაუბრა. ესპანელ სპეციალისტს კარგად აქვს გააზრებული, რომ თუ ისინი ევროსარბიელზე წარმატებას ვერ მიაღწევენ, მიმდინარე სეზონი და ზოგადად, პეპის მუშაობა წარუმატებლად ჩაითვლება.

"ქალაქელებმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური ჯერ კიდევ ვერ მოიპოვეს, მიუხედავად ინგლისში სრული დომინაციისა.

"ეს ბიზნესია, ბიზნესით იგებ... თუ ვერ გაიმარჯვებ, მაშინ წარუმატებლობა იქნება. საპირისპიროდ, თუ ჩვენ მოვიგებთ, იტყვიან, რა კარგია პეპი" - განაცხადა გვარდიოლამ.

ნახევარფინალის საგზურისთვის "მანჩესტერ სიტის" გერმანული "დორტმუნდის" ბარიერის დაძლევა მოუწევს. შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა ინგლისელებმა 2:1 მოიგეს, განმეორებითი
მატჩი ბორუსიაში კი 14 აპრილს გაიმართება.

"დიახ, მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ მე არ მითამაშია. მე "ბარსელონასთან" ერთად ლიგის თასი არ მომიგია, ეს მათ გააკეთეს. უბრალოდ, ჩვენ ერთი იდეა გვამოძრავებდა. 

თუ მე 5-10 წლის შემდეგ სამწვრთნელო კარიერას დავასრულებ, გავიხედავ უკან, რა დამრჩება? მე დიდებულ კლუბებსა და ფეხბურთელებთან ერთად ვიმუშავე. სიმართლე რომ გითხრათ, ამას არც კი მოველოდი".

მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt"არმოველოდი, რომ ამდენი იქნებოდა. კიდევ 700 და დავასრულებ..." - პეპ გვარდიოლა


alt[PREVIEW] "ლივერპულის" მორიგი სასწაული? გავლენ "ქალაქელები"?




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული