გვარდიოლა: შესვენების შემდეგ ბრწყინვალენი ვიყავით

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ისაუბრა.

"თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ გოლი გავუშვით და წნეხის ქვეშ მოვექეცით. ბევრისთვის ეს ტურნირზე პირველი ნახევარფინალი იყო და ბიჭებს უნდოდათ, რაც შეიძლება კარგად ეთამაშათ.

პირველი ტაიმის ბოლო 10 წუთი ცუდი არ იყო, შესვენების შემდეგ კი ყველა ასპექტში ბრწყინვალენი ვიყავით. გასვლაზე ორი გოლი გავიტანეთ. 6 დღის შემდეგ მძიმე სამუშაო გველის.

ხანდახან ცოტა განტვირთვა და იმად ყოფნაა საჭირო, რაც ხარ. რაც პირველ ტაიმში მოხდა, ნორმალურია: არ გინდა ბურთის დაკარგვა და
ეს გბოჭავს. შემდეგ ცოტა ჩვენი პრესინგი შევცვალეთ, უფრო აგრესიულები გავხდით. რა თქმა უნდა, მბაპეს, ნეიმარისა და დი მარიას წინააღმდეგ თამაში ძნელია.

ორჯერ გავიტანეთ და კიდევ შეგვეძლო გატანა. მე კმაყოფილი ვარ, თუმცა ჯერ ნახევარი გზა გავიარეთ. კიდევ 90 წუთი გველის. პსჟ კარგი გუნდია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

"დორტმუნდთან" გოლი გავუშვით, მერე კი ჩვენი გავიტანეთ. დღესაც. მეორე ტაიმში ისინი ვიყავით, რაც ვართ. გარკვეული სახით თამაშს ვახერხებთ - სხვანაირად არ გამოდის", - უთხრა გვარდიოლამ BT Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული