![](https://sportall.ge/pictures/image31/59584182e4cafe65d1e1c841b5fd86e7.jpg)
ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" წაგებული საპასუხო ნახევარფინალური მატჩის (0:2) შემდეგ პსჟ-ის ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ RMC Sport-თან დაიჩივლა, რომ მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ვერატის თქმით, კუიპერსმა ორჯერ შეაგინა. თავად ეს რომ გაებედა, 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯიდნენ და თურმე ტურნირიდან რომ გამოვარდნენ, ეს არბიტრის ბრალი ყოფილა.
შეგახსენებთ, კუიპერსმა 70-ე წუთზე პარიზული გუნდის ფეხბურთელი ანხელ დი მარია პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.