ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. ტუხელის მანქანამ "რეალი" დაჯაბნა და ინგლისური ფინალი გველის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში „ჩელსიმ“ „რეალი“ 2:0 დაამარცხა და 2012 წლის შემდეგ პირველად გავიდა ფინალში (ისტორიაში მესამედ).

მადრიდში დასრულებული მატჩის შემდეგ (1:1) „ჩელსი“ უკეთეს სიტუაციაში იმყოფებოდა. „რეალს“ ტრავმამორჩენილი რამოსი დაუბრუნდა და გასვლაზე გამარჯვების იმედი ჰქონდა. 26-ე წუთზე ბენზემას გოლის გატანა მეკარე მენდიმ არ დაანება, საპასუხო იერიშისას კი მასპინძლებმა „გერმანული გოლი“ გაიტანეს - ჰავერცის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი ვერნერს ხელი არავინ შეუშალა. მან ტურნირზე ნოემბრის შემდეგ პირველად დალაშქრა მეტოქის კარი და 7-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა. 35-ე წუთზე მენდიმ
„არისტოკრატები“ კიდევ ერთხელ გადაარჩინა, ისევ ბენზემას არ გაატანინა და ტუხელის გუნდმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ „ჩელსიმ“ აქტიურად შეუტია. ჯერ ჰავერცმა თავურით ბურთი ხარიხას გაარტყა, მერე მაუნტმა, ჰავერცმა და კანტემ კარგი შანსები ვერ გამოიყენეს. მოკლედ, ერთი გუნდი უფრო მეტად უტევდა, ხოლო მეორე სწრაფი კონტრიერიშებისას მომენტებს ანიავებდა. თუმცა ბოლოს მაუნტმა მაინც გაიტანა და ყველაფერი დასრულდა.

29 მაისს სტამბოლში, ფინალში, ერთმანეთს "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" დაუპირისპირდებიან.

ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი"
ჩელსი - რეალი 2:0
გოლები: 1:0 ვერნერი (27), 2:0 მაუნტი (85)

- "რეალი" რონალდოს წასვლის შემდეგ ზედიზედ მესამე სეზონში ვერ გავიდა ფინალში.

- ტუხელი პირველი მწვრთნელია, რომელიც ორი სხვადასხვა გუნდით მიჯრით მეორედ გავიდა ფინალში.

- ტუხელის და ზიდანის გაწვრთნილი გუნდები ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ და უპირატესობა გერმანელის სასარგებლოდაა - 4 მოგება და 2 ფრე.

- პრემიერლიგის გუნდები ბოლო სამ სეზონში მეორედ შეხვდებიან ფინალში.

- "ჩელსის" მეკარე მენდიმ ამ სეზონში ტურნირზე 8 მატჩში არ გაუშვა გოლი.

მკითხველის კომენტარები / 19 /
მე ის გამისწორდა. კურტუას რომ გაედო. რეალში რომ გადავიდა თავის ყოფილ გუნდს დასცინოდა ჩელსის სტადიონიდან სახლები ჩანს ისე პატარაა. როგორ სტადიონი ისე გუმდიო, აი სანტიაგო ბერნაბეუზე კი ჩემი კარიდან მხოლოდ ცას ვხედავო იმხელაა მისი ტრიბინაო. რეალი რომ დიდი გუნდია გასაგებია მაგრამ ასე დასცინო ყოფილ გუნდს? ეხლა უყუროს ცას თავის მადრიდში. ისედაც სადღაც სავარჯიშო მოედანზე უწევს თამაში
ანდრო
12:53 06-05-2021
1
ნახევარფინალისტებს შორის ყველაზე კარგი თამაში ჩელსიმ აჩვენა ორივე მატჩში. ალბათ თასს ყველაზე მეტად ის იმსახურებს აქამდე ნაჩვენები თამაშით. ძალიან საინტერესო ფინალი გველის ასე თუ ისე.
არტ
12:17 06-05-2021
1

სიახლეები პოპულარული