ზიდანი: დავისვენებთ და ლა ლიგაზე ვიფიქრებთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში "ჩელსისთან" დამარცხების (0:2) და ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

"დიახ, შეიძლება ითქვას, "ჩელსიმ" გამარჯვება დაიმსახურა. ჩვენ ვიბრძოლეთ, მაგრამ მათ ფინალში გასვლა დაიმსახურეს. მოედანზე გასული ჩვენი ფეხბურთელები მატჩისათვის ფიზიკურად მზად იყვნენ.

მე ვამაყობ ჩემი ბიჭებით. ვეცადეთ, ძალიან შორს გავედით, ფინალამდე ნაბიჯი დაგვაკლდა. "ჩელსიმ" შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, ეს უნდა დავინახოთ.

აშკარა მომენტები არ გვქონია, "ჩელსიმ" კი რამდენიმე შექმნა - ასეთია ფეხბურთი. ახლა დავისვენებთ და ლა ლიგაზე ვიფიქრებთ", - ციტირებს ზიდანს უეფას საიტი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვფიქრობ,დღევანდელი რეალის ნახევარფინალში თამაში,მათი შესაძლებლობების მაქსიმუმი იყო.ცოტა მეტიც კი.ვფიქრობ,ლა ლიგამ სიძლიერით,მეორე ადგილიც დაკარგა
სოსო
16:45 06-05-2021
2
ამის მწვრთნელობა არ გაიშვას ! 3 ჯერ ლიგა მოიგოო იტყვის ახლა ვინმე და სადღაც მართალიცაა,თუმცა კიდევ ერთხელ (მერამდენეჯერ უკვე) დამტკიცდა რომ,ის წარმატებები რაც რეალს ბოლო წლებში ქონდა, რონალდოს პირდაპირი დამსახურებაა.
თომა
11:45 06-05-2021
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული