ტიაგო სილვა: პსჟ-ს წაგებებში დამნაშავე სულ მე ვიყავი...

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მცველმა ტიაგო სილვამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ სიტის" დამაცხების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ეს დაუჯერებლი და ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტია. ძალიან ბედნიერი ვარ, ამ თასის მოგება დიდი მიღწევაა.

ჩემი ტრავმა? იმ მომენტში გონებაში უამრავი რამ მოხდა. მოედნიდან ასე ადრე გასვლა ძალიან რთული იყო. თუმცა, ამ დონეზე 70%-იანი მზადყოფნით თამაში არ შეიძლება. ბედნიერი ვარ, რომ გუნდმა სიმშვიდე შეინარჩუნა და თავს კარგად იცავდა.

გაგვიჭირდა, თუმცა გავუმკლავდით. ბოლოს და ბოლოს, დაგვიფასდა ის,რ აც გავაკეთეთ. ჩემთვის განსაკუთრებული ეს მომენტი იმ ზეწოლის გამო
არის, რასაც პარიზში განვიცდიდი. ჩვენგან ყველა ჩემპიონთა ლიგის მოგებას ელოდა.

როცა პსჟ აგებდა, ადამიანები დამნაშავეს ელოდნენ და ის ყოველთვის მე ვიყავი. ეს ძალიან ცუდი იყო.

იმედია, მომავალში პსჟ ამ ტურნირს მოიგებს, რადგან იქ ბევრი მეგობარი დამრჩა. სიცოცხლის ბოლომდე "ლურჯ-წითელი" დავრჩები,"- თქვა 36 წლის ტიაგო სილვამ.

მომზადებულია RMC Sport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული