ორმაგი მოტეხილობა - დე ბრუინის დიაგნოზი ცნობილია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტისა" და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში რუდიგერთან შეჯახების შედეგად მიღებულ ტრავმაზე "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"გამარჯობა ყველას. ახლახანს დავბრუნდი საავადმყოფოდან. ცხვირის ძვლისა და მარცხენა თვალის ჩარჩოს მოტეხილობა დამიდგინდა. თავს უკეთ ვგრძნობ. გუშინდელი წაგებით კვლავ იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ჩვენ დავბრუნდებით!"- განაცხადა ბელგიელმა.

"დგრაგაუზე" გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი "ჩელსიმ" მოიგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი კაი ჰავერცმა გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი შეცვალეთ უკვე ეს სიახლე ან ჩაკეცეთ ლიგის ნაწილი დროებით ევროპა ითამაშა უკვე მაგ კაცმა
me
16 ივლისი 2021 09:59
0
არადა ბელგიას საჩემპიონო გუნდი ყავს (ყავდა)
გულშემატკივარი
01 ივნისი 2021 12:37
1
ის ნაძირალა რუდიგერი ევროპაზე არ უნდა იყოს. არ ეკუთვნის. დისკვალიფიკაცია! ასეთ რამეებზე რაგბიშიც კი დისკვალიფიკაციაა
გაგა
31 მაისი 2021 00:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული