"გასწავლით, როგორ დაამარცხოთ "შერიფი" - "საბურთალომ" მადრიდის "რეალი" "დატროლა"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში "რეალმა" "ბერნაბეუზე" "შერიფს" უმასპინძლა და სენსაციურად, 1:2 დამარცხდა.

აღნიშნული მატჩის საბოლოო შედეგი მადრიდელთა Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა, რომლის კომენტარებშიც ეროვნული ლიგის ბინადარმა "საბურთალომ" "სამეფო გუნდი" "დატროლა".

"ჩვენ გასწავლით, როგორ დაამარცხოთ შერიფი", - დაწერა "საბურთალოს" სოციალური ქსელის ადმინმა, პოსტს კი ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში, "საბურთალომ" ტირასპოლში 3:0 იმარჯვა, საქართველოში კი 1:3 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
"საბურთალო" მოლდოვურ "შერიფთან" მოგებას რომ ასწავლით "რეალს" მერე ძმურად არ დაიზაროთ და ისიც ასწავლეთ "არარატ-არმენია"-სთან როგორ უნდა წააგო.
ირაკლი
15:24 29-09-2021
1
ეს უთავმოყვარეოები რომ ხმას ამოიღებენ!! ტიპები ისეთი არაადეკვატურები არიან რომ ღადაობენ კიდეც. ფუ თქვენ რა გითხარით... ამისთანების შემყურეთ ქართველობა როგორღა გეამაყებათ. კაი, ვერ ქაჩავ და არ შეგიძლია, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ტვინი და თავმოყვარეობაც არ გყოფნიდეს, იშვიათია.
Odala
16:13 29-09-2021
7

სიახლეები პოპულარული