"გასწავლით, როგორ დაამარცხოთ "შერიფი" - "საბურთალომ" მადრიდის "რეალი" "დატროლა"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში "რეალმა" "ბერნაბეუზე" "შერიფს" უმასპინძლა და სენსაციურად, 1:2 დამარცხდა.

აღნიშნული მატჩის საბოლოო შედეგი მადრიდელთა Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა, რომლის კომენტარებშიც ეროვნული ლიგის ბინადარმა "საბურთალომ" "სამეფო გუნდი" "დატროლა".

"ჩვენ გასწავლით, როგორ დაამარცხოთ შერიფი", - დაწერა "საბურთალოს" სოციალური ქსელის ადმინმა, პოსტს კი ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში, "საბურთალომ" ტირასპოლში 3:0 იმარჯვა, საქართველოში კი 1:3 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ჯერ თქვენ ისწავლეთ თამაში თქვე კლოუნებო და მერე იკაიფეთ სხვაზე...
ზაზა
18:36 29-09-2021
0
ჩემპიონთა ლიგა კიარა ტოტალიზატორჩიკების ლიგაა.. საბურთალომ რომ მოუგო მერე რაქნა რო? ყიდეთ და იყავით მასე მე სტადიონზე მომსვლელო არ ვარ და არც ფულის დამდები ტოტალიზატორში!
Roma
17:52 29-09-2021
0

სიახლეები პოპულარული