ჩემპიონთა ლიგა. V ტური: "ბაიერნმა" პირველი ადგილი გაინაღდა, "მანჩესტერმა" - პლეი-ოფი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტური ორი მატჩით დაიწყო.

E ჯგუფში „ბაიერნმა“ თოვლიან ამინდში გასვლაზე კიევის „დინამო“ 2:1 დაამარცხა, 15 შესაძლებლიდან 15 ქულა აქვს და პირველი ადგილი გაინაღდა.

მე-14 წუთზე ბავარიული კლუბი ლევანდოვსკიმ მაკრატელათი დააწინაურა, რომელმაც ტურნირზე 5 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ტაიმის დასასრულს კი ბუშანის კარი კომანმაც დალაშქრა. 70-ე წუთზე გარმაშმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა - ეს მიმდინარე ტურნირზე „დინამოს“ პირველი გოლია. კომპენსირებულ დროში კიეველებს შეეძლოთ ფრისთვის მიეღწიათ, მაგრამ 25 მეტრიდან ციგანკოვის დარტყმული ბურთი ნოიერის კარის ძელს მოხვდა.

F ჯგუფში
„მანჩესტერმა“ სტუმრად „ვილიარეალს“ 2:0 სძლია და 2018 წლის შემდეგ პირველად გავიდა პლეი-ოფში.

ეს მატჩი 8 წუთის დაგვიანებით იმის გამო დაიწყო, რომ მსაჯ ბრიხს თანაშემწეებთან კავშირის პრობლემა შეექმნა. „მანჩესტერმა“ დროებითი მწვრთნელის, კერიკის ხელმძღვანელობით ითამაშა და ანგარიში რონალდომ გახსნა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ყველა შეხვედრაში გაიტანა. მეორედ ესპანური გუნდი უკანასკნელ წუთზე სანჩომ დაამწუხრა.

E ჯგუფი

კიევი.“ოლიმპიისკი“
დინამო (კ) - ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (14), 0:2 კომანი (42), 1:2 გარმაში (70)

F ჯგუფი

ვილიარეალი. „სერამიკა“
ვილიარეალი - მანჩესტერი 0:2
გოლები: 0:1 რონალდო (78), 0:2 სანჩო (90)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული