ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე A ჯგუფში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.

"მანჩესტერ სიტი", რომელსაც პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა, სტუმრად "ლაიპციგთან" დამარცხდა, ხოლო მეორეადგილოსანმა პსჟ-მა სახლში "ბრიუგეს" სძლია.

"ლაიპციგი" ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას, "ბრიუგე" კი მომავალ სეზონამდე ევროტურნირებს დაემშვიდობა.

A ჯგუფი

პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - ბრიუგე 4:1
გოლები: 1:0 მბაპე (2), 2:0 მბაპე (7), 3:0 მესი (38), 3:1 რიტსი (68), 4:1 მესი (76, პენ)

ლაიპციგი. „რედ ბული“
ლაიპციგი - მანჩესტერ სიტი 2:1
გოლები: 1:0 სობოსლაი (24), 2:0 ანდრე სილვა (71), 2:1 მარეზი
(76)
გაძევება: უოკერი (82)

- მესიმ მიმდინარე ტურნირზე 5 გოლი გაიტანა, სულ კი ჩემპიონთა ლიგაზე 154 მატჩში მის ანგარიშზე 125 გოლია. არგენტინელმა 38-ე გუნდს გაუტანა და რონალდოს რეკორდი გაიმეორა. ამას გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე 2+ გოლი 35-ედ გაიტანა.
- შეწყდა ყველა ტურნირზე "ქალაქელთა" 7-მატჩიანი მოგებათა სერია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეომ რა ბურთი გაიტანა ? გასროლა იყო მაგარი!
ნოდო
14:04 08-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული