"ეს ჩვენი რეალობაა..." - ხავი გულნატკენია

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ ისაუბრა:

"ისინი ჩვენზე დომინირებდნენ, თუმცა ყველა შეხვედრაში თვითონ გვსურს დომინირება, ჩვენ "ბარსელონა" ვართ. ეს მარცხი გარდამტეხი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგისთვის კონკურენტუნარიანები არ გამოვდექით.

ეს ჩვენი რეალობაა, ესაა სიტუაცია, რის წინაშეც პირისპირ ვდგავართ. უნდა ვიბრძოლოთ. დღეს ახალი ერა იწყება. ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ. ჩვენ გარშემო არსებულ მოვლენებს უნდა შევეგუოთ, სხვა გზა არაა. წარმატება ჩემპიონთა ლიგაა და არა ევროპის. მიყვარს ეს გუნდი და
მისთვის ყველაფერს გავიღებ" - განუცხადა Marca-ს ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, ბოლო 20 წლის განმავლობაში კატალონიელებმა ჯგუფური ეტაპის დაძლევა პირველად ვერ მოახერხეს. რაც შეეხება უშუალოდ ამ სეზონს, "ბლაუგრანამ" 7 ქულა მოიპოვა და მეორეადგილოსან "ბენფიკას" 1 ქულით ჩამორჩა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩავი კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ გამოჩნდა რომ არაბეთში მწვრთნელობა არ ნიშნავს იმას რომ ბარსელნაში უნდა დაენიშნათ, სამაგისო გამოცდილება ნამდვილად არ აქვს, ჯერ საშუალო დონის გუნდით უნდა დაეწყო და მერე ტოპ კლუბი ჩაებარებინა, 5 მატჩი ჩაატარეს და ბარსას არ დასტყობია რომ მწვრთნელი შეეცვალა, ესპანიოლთან და ვილიარეალთან ბეწვის ხიდზე გაიარეს და სულაც უნდა წაეგოთ, ბეტისმა მოუგო, ბენფიკასთან მოსაგები ვერ მოიგეს და ბაიერნთან მოგებას რომ აპირებდნენ საინტერესოა რაზე დაყრდნობით, ძალიან გაიბანძებს თავს ჩავი ბარსაში, არა აქვს ჯერ საკმარისი ცოდნა
მამუკა
09 დეკემბერი 2021 20:48
5
ყველაფერს თავისი დრო აქვს, ხუთი მათჩი არაა საკმარისი იმისთვის რომ შენი შესაძლებლობები ბოლომდე გამოამჟღავნო.
შალვა ბოლქვაძე
14 დეკემბერი 2021 20:36
0
რამოდენიმე დღის მისულია ჯერარდი ასტონ ვილაში, ბენიტესი ევერტონში, ანჩელოტის შეხედე როგორ აათამაშა რეალი, ტუხელმა შარშან რამოდენიმე დღის დანიშნულმა ჩელსის ლიგა მოაგებინა, მე რეალურად ჩავის კვალიფიკაციაში ეჭვი მეპარება, დრო გვიჩვენებს ვცდები თუ არა, მაგრამ მგონია რომ ბარსას სჭირდებოდა გამოცდილი სპეციალისტი
მამუკა
10 დეკემბერი 2021 04:36
2
ყველა გამოხმაურება
არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა... და ასე შემდეგ. არა უშავს ეს ყველაფერი დროებითია და იმედი მაქვს ჩვენი არწივი, ისევ წამოდგება და ფართოდ გაშლის, ფრთებს!
დიდი პოეტის ვაჟას, ლექსიდან ნაწყვეტი: ეძღვნება ყველასათვის საყვარელ, ბარსას!
09 დეკემბერი 2021 16:12
5
შენ, როგორც გინდა ისე გაიგე!:დ
ლექსოს
10 დეკემბერი 2021 13:13
0
ჯიგარი ხარ! ზუსტად მოარტყი ვაჟას ლექსი.
თემო
09 დეკემბერი 2021 17:52
1
ყველა გამოხმაურება
ბალახის სიგრძეს და უამინდობას აღარ აბრალებს? ფეხბურთელობის დროს კარგად იყენებდა ამ მიზეზებს და გაზრდილა როგორც პიროვნება
Dima
09 დეკემბერი 2021 11:47
20
"ახალი ერა" იწყებაო???
ჩავი! ეხლა შენც ლაპორტას ნათქვამს იმეორებ????
09 დეკემბერი 2021 10:43
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული