ჩემპიონთა ლიგის ფინალს 2022 წლის 28 მაისს შეიძლება სანქტ-პეტერბურგმა არ უმასპინძლოს.
Football London-ის მტკიცებით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალს სხვა ქალაქში გამართავს.
უეფა საგანგებო შემთხვევისთვის მატჩის ჩატარების ადგილის შეცვლისთვის მზადაა. გასულ სეზონში კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო ფინალი ერთი თვით ადრე სტამბოლიდან პორტუში გადაიტანეს.
თუმცა უეფამ განაცხადა, რომ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და ჯერ ფინალის მასპინძელი ქალაქის შეცვლას არ აპირებენ.