
ბრიტანულმა "ტელეგრაფმა" ევროტურნირების დასრულების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარებას 29 აგვისტოს გეგმავს, ხოლო ევროპა ლიგის ფინალის - 26 აგვისტოს.
როგორც გამოცემა ირწმუნება, მეოთხედფინალების გამართვა ივლისის ბოლოსაა ნავარაუდები, ნახევარფინალებისა კი - აგვისტოს დასაწყისში.
სეზონი კორონავირუსის გამოა შეჩერებული. ჩემპიონთა ლიგის ფინალს - სტამბულმა, ხოლო ევროპა ლიგის ფინალს გდანსკმა უნდა უმასპინძლოს.