ლონდონის მერი: მზად ვართ სანქტ-პეტერბურგის ნაცვლად ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვუმასპინძლოთ

AutoSharing Option
რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონბასისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების გამო ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების ფინალი შეიძლება სანქტ-პეტერბურგიდან ლონდონში გადაიტანონ, - ამის შესახებ "მირორი" და "დეილი სტარი" იტყობინებიან.

ასეთ შემთხვევაში მატჩი "უემბლიზე" გაიმართება და მისი ჩატარება 70 მილიონი ევრო დაჯდება.

ლონდონის მერმა სადიკ ხანმა განაცხადა, რომ ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრის სამასპინძლოდ მზად არიან.

"ლონდონი ჩემპიონთა ლიგის ფინალის სამასპინძლოდ მზადაა. ამ მატჩის ჩატარება პრივილეგიაა. თუ უეფა შეხვედრას სანქტ-პეტერბურგში გამართავს, ეს პუტინის რუსეთის აგრესიას წაახალისებს", - თქვა ლონდონის მერმა რადიო LBC-ის ეთერში.

დიდი ბრიტანეთის სპორტის მინისტრი ნადინ დორისი ამ საკითხს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან განიხილავს და ამბობს, რომ რუსეთში საფეხბურთო ტურნირები არ უნდა ჩატარდეს, რამეთუ აგრესორი სახელმწიფოა.

უეფამ განაცხადა, რომ სიტუაციას მუდმივად და ყურადღებით აკვირდებიან და ნებისმიერი გადაწყვეტილება დროულად იქნება მიღებული.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
Saertod chaxsenit yvela sportis aktivobebidan.
Beryy
01:43 23-02-2022
2

სიახლეები პოპულარული