იმის გარდა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთი თითქმის ყველა დიდი სპორტული ორგანიზაციიდან გარიცხეს, შეიძლება მათ ქვეყანაში ჩემპიონთა ლიგის მატჩების ტელეტრანსლაციები აიკრძალოს, - ამის შესახებ Матч ТВ-ის ჟურნალისტი ალექსეი ანდრონოვი იტყობინება.
"რამდენადაც ვიცი, რუსული ეთერიდან შეიძლება არა მარტო NHL-ი გაქრეს. უეფაში ჩემპიონთა ლიგაზე მიდის კონსულტაციები.
სავსებით შესაძლებელია, უეფამ რუსეთში მატჩების ჩვენება აკრძალოს. შემდეგ კი დომინოს პრინციპით წავა. დარჩება ბელარუსის ჩემპიონატი, რომელსაც ყველანი 2 წლის წინ ვუცქერდით", - წერს ანდრონოვი თავის ტელეგრამ-არხზე.