[PREVIEW] ლიონელ მესი "ბერნაბეუზე" ბრუნდება

AutoSharing Option
9 მარტს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის 2 საპასუხო შეხვედრა გაიმართება.

პარიზში განცდილი დასანანი მარცხის (0:1) შემდეგ მადრიდის "რეალი" პსჟ-ს უმასპინძლებს.

"ბლანკოსს" დღევანდელ შეხვედრაში კაზემირო და ფერლან მენდი გამოაკლდება. კითხვის ნიშნის ქვეშაა ტონი კროოსის თამაშიც.

თავის მხრივ, ფრანგებსაც დიდი დანაკლისი აქვთ, "პარი სენ ჟერმენი" მოედანზე ანდერ ერერას, სერხიო რამოსისა და ხუან ბერნატის გარეშე გავა. საეჭვოა კილიან მბაპესა და ლეანდრო პარედესის თამაშიც.

შეგახსენებთ, პირველ შეხვედრაში ლიონელ მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა. საინტერესოა, გაიტანს თუ არა "ბერნაბეუზე" კარიერაში რიგით მე-16 გოლს?

Sportall.Ge

"მანჩესტერ სიტი" "სპორტინგს" უმასპინძლებს.
მოგეხსენებათ, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება "ქალაქელების" გამარჯვებით, 5:0 დასრულდა. აქედან გამომდინარე, მეოთხედფინალში გამსვლელის ვინაობაც, ფაქტობრივად, გარკვეულია.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ინგლისელებს რუბენ დიასი, კაილ უოლკერი და ნათან აკე გამოაკლდებათ. კითხვის ნიშნის ქვეშაა კევინ დე ბრუინის თამაშიც.

"სპორტინგს" მათეუს ნუნეში არ ეყოლება. შესაძლოა, დანაკლისს დანიელ ბრაგანკა, ჟოაო პალინა და პედრო გონსალვეშიც დაემატოს.

ორივე შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული