ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: საოცრება "ბერნაბეუზე" - ფანტასტიკურმა ბენზემამ პსჟ გამოაგდო VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 მარტს, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

პარიზში 0:1 დამარცხების შემდეგ „რეალმა“ თავიდანვე დიდი ძალებით შეუტია, პსჟ კი სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდა და მე-16 წუთზე მბაპეს გოლის გატანა კურტუამ არ დაანება. 25-ე წუთზე ბენზემას დარტყმული ბურთი უკვე დონარუმამ მოიგერია. 33-ე წუთზე მბაპეს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. თუმცა, 39-ე წუთზე კილიანმა მაინც დალაშქრა მადრიდელთა კარი.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა, 53-ე წუთზე მბაპემ ისევ გაიტანა და მსაჯმა ისევ თამაშგარე დააფიქსირა. 61-ე წუთზე დონარუმას შეცდომის შემდეგ ბენზემამ
ანგარიში გაათანაბრა, „ბლანკოსი“ უპირატესობას დაეუფლა, ვინისიუსმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, მერე ბენზემამ კიდევ ორი გაიტანა და თავის გუნდს შემდეგი ეტაპის საგზური მოუპოვა.

„სიტის“ გასვლაზე „სპორტინგი“ 5:0 ჰყავდა განადგურებული, დღევანდელ შეხვედრას ფორმალური ხასიათი ჰქონდა, 0:0 დასრულდა და გვარდიოლას გუნდი მეოთხედფინალში გავიდა.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 59 895 მაყურებელი
რეალი - პსჟ 3:1
გოლები: 0:1 მბაპე (39), 1:1 ბენზემა (61), 2:1 ბენზემა (76), 3:1 ბენზემა (78)

მანჩესტერი. „ეტიჰადი“. 51 213 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - სპორტინგი 0:0

- ბენზემამ „რეალში“ მე-500 მატჩი დაიწყო სასტარტოში და 18 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს 2015 წლის შემდეგ ამ ტურნირზე მისი პირველი ჰეთ-თრიკია. ქარიმი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 18 წელიწადში გაიტანა გოლი.
- მესის „რეალის“ კარი 2018 წლის შემდეგ, 9 შეხვედრაში არ დაულაშქრავს და 7 წელია არ გასულა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
- მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე 33 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა.
- „სიტის“ ნახევარმცველმა ფერნანდინიომ ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ჩაატარა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
პსჟ ყველა გუნდთან 3 გოლზე უნდა თამაშობდეს როგორც ტუხელის დროს იყო. საშუალოდ 4-5 გოლი გაქონდა ყველა თამაშში. პოჩეტინო არ შეესაბამება დონეს. ზიდანი გამიჩნდება. პოჩეტინოა მიზეზი.
ika
10 მარტი 2022 08:32
1
პსჟ-თი ფრთხილი ფეხბურთი რატო უნდა ითამაშო როცა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი თავდასხმა გაქვს.
123
10 მარტი 2022 08:23
0
ისევ მსაჯი თუ გაათრევდა
912
10 მარტი 2022 05:12
49
რას ეძახი ძმა გათრევას რამეში დაეხმარა? იმ 2 თამაშგარიდან რომელიმე არ იყო თუ რა? სხვა მიზეზიც კი არ გაქვთ რო რამე თქვათ მსაჯზე იმიტო რო თანაბარი თამაში ყვითელი იქეთაც იყო და აქეთაც, და თამაში რეალმა დამსახურებულად მოიგო ახლა მოინდომეს მსაჯზე დაბრალება
დათო
10 მარტი 2022 10:27
6
დაიმშვიდე თავი და დღეს ევროპა ლიგაზე უგულშემატკივრე შენს ფავორიტს :):):):)
sormona
10 მარტი 2022 10:05
1
ყველა გამოხმაურება
პოჩეტინო როგორც მენეჯერი ძალიან სუსტია, ნავასმა სამჯერ ლიგა მოიგო რეალთან და დონარუმას ათამაშებს მადრიდში ეს ვინაა ეს ვითომ მწვრთნელი…მერე რა რომ ევროპა მოიგო მერე რააა,გამოუცდელია ნავასთან შედარებით ბევრად ლიგაზე თან მადრიდში…მბაპეს 100% რეალშია ზაფხულში…პოჩეტინო საშუალო კლასის მწვრთნელიც არააა… ლივერპულთან წაგებული ფინალის არ იყოს ლუკას მაურამ პირადად მოაგებინა ნახევარ ფინალში აიაქსთან ტოტენჰემს და ამ ვითომ მწვრთნელმა ფინალში ძირითადში არ დააყენა. ასე ხო გუნდი უმწვრთნელოთაც ითამაშებს რამოსი მაინც ყოფილიყო ასე არ აიბნეოდნენ…მბაპეს გარეშე არფერი გუნდი არაა პსჟ მარტო სახელები…მბაპე ჰაკიმი ვერატი -ამათ გარდა დანარჩენი მარტო სახელებია რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს ფაქტია…
აკაკი
10 მარტი 2022 03:14
2
Vaxtangi-ს -ს დაგაწყნარებ შე ლაწირაკო როგორც დაგაწყნარათ ფინალში ჯიჯიმ... ვინაა შენი ვირთხა ბიჭი 19 წლის ასაკში იტალიის გმირი,
Budzia
11 მარტი 2022 22:43
0
კაი ვახტანგ დაწყნარდი რა ნუ იფუჭებ ნერვებს დოლარუმას გამო. იცი რისი ბრალია გუშინ რაც დაემართა? მართლა ვირთხასავით, რომ გამოიპარა ჩუმად მილანიდან და თავის მშობლიურ გუნდს ვინც ვარსვლავად აქცია ამხელა ფინანსური ზარალი, რომ მიაყენა ალბათ ცოდვებმა უწია :)) ისე რეალის ფანები კი არ აღიარებთ, მაგრამ პირველი გოლის დროს დონარუმაზე 100% ჯარიმა იყო და საერთოდაც მაგრად გაუმართლა რეალს თორე ორი მატჩის ჯამში გადაუარა პსჟ-მ. რასაც ქვია გუშინ გაუვარდა ბენზემას.
vaxtangi-ს
10 მარტი 2022 11:38
19
ყველა გამოხმაურება
მბაპე ვაფშე აღარ გაფრინდება პარიზში :დდდ
მიშკა
10 მარტი 2022 02:12
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული