სკანდალი. "ბერნაბეუზე" ნამატჩევს პსჟ-ის პრეზიდენტი მსაჯებთან შევარდნას აპირებდა და "რეალის" დელეგატს მოკვლით დაემუქრა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში "რეალმა" მადრიდში 3:1 დაამარცხა პსჟ და მეოთხედფინალში გავიდა. საკამათო გახდა ბენზემას მიერ გატანილი პირველი გოლი. პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი თვლის, რომ ქარიმი მეკარე დონარუმას ეუხეშა.

"მარკას" ცნობით, ნამატჩევს გამწარებულმა ალ-ჰელაიფიმ ლოჟა სასწრაფოდ დატოვა და მსაჯთა ოთახისკენ გაემართა, რათა არბიტრ დანი მიკელისთვის პრეტენზია გამოეთქვა. კატარელი ყვიროდა და ყველაფერს ხელს ურტყამდა. კატალონიური "სპორტი" იტყობინება, რომ ის პოლიციამ შეაჩერა. El Partidazo de Cope ამტკიცებს, რომ ალ-ჰელაიფი "რეალის" დელეგატს მოკვლით დაემუქრა.

"პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინიომ წაგება
მსაჯებს დააბრალა.

"როგორი სირცხვილია! ბენზემამ თამაშის წესები დაარღვია. ასეთ უხეშ შეცდომაზე დუმილი არ შეიძლება. არ შეიძლება 2022 წელს ასეთი რამ ხდებოდეს. ასეთი გოლის გაშვების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. დაუჯერებელია, რომ VAR-მა მომენტი არ ნახა. ყველა რაკურსიდან ვიდეოგამეორებები ამტკიცებს, რომ ფოლი იყო. შემდგომმა ათმა წუთმა დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა.

ჩვენ ორივე შეხვედრაში უკეთესი გუნდი ვიყავით. ფეხბურთი იმაში მდგომარეობს, რომ მომენტები გამოიყენო. მართლაც, ჩვენ ცოტა ჩავვარდით. ამის ახსნა ძნელია", - განუცხადა პოჩეტინიომ RMC Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
რამდენჯერ დავწერო და ვთქვა ყოველწელს ერთიდაიგივე. მსოფლიოში ასეთი ნაგავი გუნდი არ არსებობს რაც პსჟ-ა. დაუჯერებელია ერთი რამ უკვე რამდენი წელია გუნდი სჩადის ყლ....ობებს და ვითომ გვაბოლებენ. იქ ბარსასთან სპექტაკლი ადრე რომ გაითამაშა. კიდევ რამდენი ასეთი სირობები გავიხსენო ამათი დადგმული. ეხლა მესიო ეგ იზამსო რასაც იზამსო და ჩემი ფეხები გააქრეს საერთოდ. კაცს ოთხი წელია რეალისთვის გოლი არ გაუტანია და ბოლო 7 წელია ლიგის ფინალში არ გასულა. პსჟ ერთისიტყვით ყომარბაზი გუნდია დაიჯერეთ რა.რაც მაგას სასტავი ყავს ბოლო 10 წელი პირველ ტაიმშივე უნდა ამთავრებდეს წესით ყველა გუნდთან ყველაფერს. ასეა ბიძია მაგი ამბავი და ეხლა რეალი რომ ჯადოსნური გუნდია თავისი ქარიმ ბენზემათი ხომ ხვდებით მაგას. ეხლა გინდ მსაჯს შეუვარდეს ვისაც უნდა და გინდ ყლე ნეიმარს. მორჩა ყველაფერი. რეალი წელს კიდევ აიღებს ლიგას. აგერ თქვენ და აგერ მე.
Edinio
10 მარტი 2022 18:10
8
ლეოო წადი შენს ბარსას მიხედე, გალათასაირისაც ვეღარ უგებს უკვე :) :) თან სად? :) :) ევროპა ლიგაზეეე :) ;) :) თან სახლშიიი :) :)
ჰა ჰა ჰა
11 მარტი 2022 02:24
1
რა ვიცი პარიზში ფარჩაკულად თამაშობდა რეალი და "ჰალა რეალის" საიტზე რამის ანათემას გადასცეს რეალის ფეხბურთელები და პოჩეტინოც. ისე, რომ ადრე არის თქვენი ზეიმი, მოუგრეხავენ კისერს რეალს ზოგიერთები.
edinios ნაგავი შენი რეალია, მსაჯებით, რომ იგებს. არა ბიჭოს?
10 მარტი 2022 19:48
12
ყველა გამოხმაურება
რაც არ უნდა ილაპარაკონ რეალმა აჯობა შედეგიც სახეზეა ეს არის სიმართლე. ანჩელოტის დამსახურებაა სათამაშო დისციპლინის სრული დაცვით ეთამაშა რაც ფრანგებს არ გააჩნია
ისიდორე
10 მარტი 2022 14:54
0
მთელი პირველი მატჩი და მეორეს 70 წუთი აშკარად ჯობდა პსჟ და ჯარიმაც იყო ბენზემაზე,მაგრამ აშკარად გამოჩნდა ამის შემდეგ რომ ანჩელოტიმ გუნდი დააყენა,ხოლო პსჟ გუნდი კი არა ბანდას!
ლუკა
10 მარტი 2022 18:16
3
როცა თვალები ლაპარაკობს
ნერაძური
11 მარტი 2022 12:51
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული