სკანდალი. "ბერნაბეუზე" ნამატჩევს პსჟ-ის პრეზიდენტი მსაჯებთან შევარდნას აპირებდა და "რეალის" დელეგატს მოკვლით დაემუქრა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში "რეალმა" მადრიდში 3:1 დაამარცხა პსჟ და მეოთხედფინალში გავიდა. საკამათო გახდა ბენზემას მიერ გატანილი პირველი გოლი. პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი თვლის, რომ ქარიმი მეკარე დონარუმას ეუხეშა.

"მარკას" ცნობით, ნამატჩევს გამწარებულმა ალ-ჰელაიფიმ ლოჟა სასწრაფოდ დატოვა და მსაჯთა ოთახისკენ გაემართა, რათა არბიტრ დანი მიკელისთვის პრეტენზია გამოეთქვა. კატარელი ყვიროდა და ყველაფერს ხელს ურტყამდა. კატალონიური "სპორტი" იტყობინება, რომ ის პოლიციამ შეაჩერა. El Partidazo de Cope ამტკიცებს, რომ ალ-ჰელაიფი "რეალის" დელეგატს მოკვლით დაემუქრა.

"პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინიომ წაგება
მსაჯებს დააბრალა.

"როგორი სირცხვილია! ბენზემამ თამაშის წესები დაარღვია. ასეთ უხეშ შეცდომაზე დუმილი არ შეიძლება. არ შეიძლება 2022 წელს ასეთი რამ ხდებოდეს. ასეთი გოლის გაშვების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. დაუჯერებელია, რომ VAR-მა მომენტი არ ნახა. ყველა რაკურსიდან ვიდეოგამეორებები ამტკიცებს, რომ ფოლი იყო. შემდგომმა ათმა წუთმა დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა.

ჩვენ ორივე შეხვედრაში უკეთესი გუნდი ვიყავით. ფეხბურთი იმაში მდგომარეობს, რომ მომენტები გამოიყენო. მართლაც, ჩვენ ცოტა ჩავვარდით. ამის ახსნა ძნელია", - განუცხადა პოჩეტინიომ RMC Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
როცა თვალები ლაპარაკობს
ნერაძური
12:51 11-03-2022
1
მთელი პირველი მატჩი და მეორეს 70 წუთი აშკარად ჯობდა პსჟ და ჯარიმაც იყო ბენზემაზე,მაგრამ აშკარად გამოჩნდა ამის შემდეგ რომ ანჩელოტიმ გუნდი დააყენა,ხოლო პსჟ გუნდი კი არა ბანდას!
ლუკა
18:16 10-03-2022
3

სიახლეები პოპულარული