Marca: ნეიმარი და დონარუმა გასახდელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

AutoSharing Option
ესპანური Marca-ს ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მადრიდის "რეალთან" 1:3 მარცხის შემდეგ "პარი სენ ჟერმენის" გასახდელში ნეიმარი და ჯანლუიჯი დონარუმა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

წყაროს თქმით, ფეხბურთელებს ცოტა დააკლდათ, რომ ერთმანეთს ხელით შეხებოდნენ. ბრაზილიელი დონარუმას ბენზემას პირველი გოლის ეპიზოდში დაშვებული შეცდომის გამო აკრიტიკებდა, იტალიელი კი სამხრეთამერიკელს - ზოგადად, სუსტი შეხვედრისთვის.

საბოლოოდ, სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ პსჟ-ის ფეხბურთელებს შუაში ჩადგომა და სპორტსმენების გაშველება მოუწიათ, რათა ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადასულიყვნენ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "რეალმა" "პარი სენ ჟერმენი" ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში
გავიდა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

altსკანდალი. "ბერნაბეუზე" ნამატჩევს პსჟ-ის პრეზიდენტი მსაჯებთან შევარდნას აპირებდა და "რეალის" დელეგატს მოკვლით დაემუქრა

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: საოცრება "ბერნაბეუზე" - ფანტასტიკურმა ბენზემამ პსჟ გამოაგდო VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
მეორე გაშვებული გოლი ნეიმარის სინდისზეა, სხვაზე რა აქვს სალაპარაკო?
Რაგბის ფანი
06:12 11-03-2022
1
არ იყო თამაშგარე,უბრალოდ გოლი არ ჩაუთვალეს სერჟემენს.
babi
23:06 10-03-2022
0

სიახლეები პოპულარული