ევროპა ბენზემას წინაშე ქედს იხრის

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ჩელსის" წინააღმდეგ ქარიმ ბენზემამ მორიგი დიდებული შეხვედრა ჩაატარა. შეგახსენებთ, ფრანგმა ფორვარდმა "არისტოკრატების" კარი 3-ჯერ აიღო და საკუთარ გუნდს ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა.

"არ მიყვარს ფეხბურთის თამაში იმისთვის, რომ ვიყო საუკეთესო" - განაცხადა ქარიმმა.

"ოქროს ბურთის" დაჯილდოებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი. თუ ფრანგი ფორვარდი მსგავსი შედეგიანობით თამაშს განაგრძობს, მაშინ ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი იქნება. შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში ქარიმზე მეტი გოლი მხოლოდ და მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის (12) აქვს.

Sportall.Ge
Sportall.Ge

ევროპა ბენზემას წინაშე ქედს იხრის

"ჩელსის" წინააღმდეგ
გატანილი 3 გოლის შემდეგ ევროპაში სპორტული თუ არასპორტული ჟურნალების გარეკანზე ფრანგ ფორვარდს შეამჩნევდით. მაგალითად, საფრანგეთში (L'Equipe), იტალიასა (La Gazzetta dello Sport) და გერმანიაში (Bird) "ბლანკოსის" ლიდერი გამოარჩიეს.

"ბენზემა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ის უმაღლეს დონეზე თამაშობს. "რეალი" მისი მეშვეობით იტანს გოლებსა და აღწევს მნიშვნელოვან წარმატებებს" - განაცხადა ქარიმის თანაგუნდელმა ტიბო კურტუამ.

ქება ინგლისიდანაც გაჟღერდა, რიო ფერდინანდმა BT Sport-თან ისაუბრა:

"როდესაც რონალდო "რეალში" თამაშობდა, მაშინ მას უკანა პლანზე ყოფნა უწევდა, თუმცა კარგად იცოდა, რომ გუნდს ასე სჭირდებოდა. ახლა ფრანგი საკუთარი თავის აჩრდილია. 34 წლის ასაკში მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია".

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ქარიმი ალფრედო დი სტეფანოს შეადარა:

"ის ქმნის გოლებს, იტანს, მოედანზე ნამდვილი ლიდერია, ისევე, როგორც ალფრედო დი სტეფანო".

ქარიმი შესანიშნავ ფორმაშია, "სამეფო გუნდის" 9-იანი ლიონელ მესისა და რონალდოს საუკეთესო წლებს გვაგონებს. 36 შეხვედრაში ბენზემამ 37 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, ჩემპიონთა ლიგაზე მიყოლებით ორ მატჩში შესრულებული ჰეთ-თრიკი ("პარი სენ ჟერმენთან" და "ჩელსისთან").

შეგახსენებთ, "ბლანკოსისა" და "არისტოკრატების" განმეორებითი მატჩი 12 აპრილს გაიმართება. შეძლებს თუ არა ფრანგი ინგლისელების დამწუხრებას, ამას ერთად ვნახავთ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამდვილად ლიდერია
გია
20:47 07-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული