"რეალთან" ჩემპიონთა ლიგაზე ნამატჩევს "ჩელსის" მწვრთნელმა თომას ტუხელმა მსაჯი შიმონ მარჩინიაკი გააკრიტიკა:
"ჩვენ იმედგაცრუებულნი და ამავდროულად, ამაყნი ვართ. ოთხი გოლი გავიტანეთ და ბევრი მომენტი შევქმენით. არ გაგვიმართლა. ორი შეცდომა დავუშვით, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. მეტოქემ ინდივიდუალური ოსტატობით და შანსების გამოყენებით გვაჯობა. ნახევარფინალში გასვლას ვიმსახურებდით.
ალონსოს მომენტი ვერ დავინახე, მაგრამ მსაჯს ვუთხარი, არ მესმის, რატომ არ გადაამოწმა ეს მომენტი. ძალიან სამწუხარო იყო იმის ნახვა, შეხვედრის შემდეგ როგორ იცინოდა არბიტრი ანჩელოტისთან ერთად. როდესაც მინდოდა მასთან მივსულიყავი და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადამეხადა, ის მოწინააღმდეგის
მწვრთნელთან ერთად ხუმრობდა. ვფიქრობ, ასეთ დროს ეს მთლად სწორი საქციელი არ არის. ამის შესახებ მას ვუთხარი.
საერთოდაც, მსაჯები წვრილ-წვრილ გადაწყვეტილებებს "რეალის" სასარგებლოდ ორივე მატჩში იღებდნენ".