"რეალის" ნახევარმცველმა კაზემირომ შეიძლება "მანჩესტერ სიტისთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი გამოტოვოს. ამის შესახებ ჟურნალისტი ხოსე ლუის სანჩესი "ტვიტერით" იტყობინება.
კაზემიროს კუნთის პრობლემა აქვს, ლა ლიგის 33-ე ტურში "ოსასუნასთან" ვერ ითამაშებს და "სიტისთან" შეხვედრაშიც მისი მონაწილეობა საეჭვოა.
"რეალისა" და "სიტის" პირველი დაპირისპირება 26 აპრილს მანჩესტერში ჩატარდება, საპასუხო კი - 4 მაისს მადრიდში.
"რეალისა" და "სიტის" პირველი დაპირისპირება 26 აპრილს მანჩესტერში ჩატარდება, საპასუხო კი - 4 მაისს მადრიდში.